„დადასტურებულად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

„მიშას ეუბნებიან, რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა გუშინ ვიგებთ, რომ მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ, კახი კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით, რაც 240 მილიონი ლარია, რომელიც რუსებს უნდა გადავუხადოთ“, – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

როგორც ჟორჟოლიანი წერს, „დადასტურებულად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან“.

„მეგობრებო, რა უნდა ვიცოდეთ.

მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება 9 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავება. ამაში შედის ლეხ კაჩინსკის თაიგულიც და იუშენკოსთვის მირთმეული ჩაიც, ლეღვის მურაბით.

ანუ, მიშას ეუბნებიან რომ 9 წლის მანძილზე 9 მილიონი ლარით აზარალა ბიუჯეტი, მაშინ როცა გუშინ ვიგებთ რომ მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ, კახი კალაძის მინისტრობის დროს, ქვეყანა აზარალა 80 მილიონი დოლარით, რაც 240 მილიონი ლარია, რომელიც რუსებს უნდა გადავუხადოთ.

უფრო მეტიც, ვიგებთ, რომ სხვადასხვა პროცესებში, რომელთა ძირითადი ნაწილიც წააგო ხელისუფლებამ ადვოკატების მომსახურეობა იგივე, 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ქვეყანას.

ანუ, რაც დადასტურებულად ვიცით ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ეს ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან.

ამიტომაც ვამბობთ, რომ სამართალთან კავშირი არ აქვს ამ პროცესებს.

#თავისუფლებამიშას“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.  

ასევე საინტერესოა:

🔵 დეპუტატი წილოსანი: ე.წ. პიჯაკების საქმეს შეიძლება, უფრო მეტად ვუწოდოთ ბოტოქსების საქმე, უცნაური მეთოდებით დახატული ნახატების საქმე, სტილისტის საქმე

🔵 თანხების გაფლანგვის საქმე - მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში გადაჰყავთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე