ევროპული საქართველო არაფერ შუაშია კონცერტის ორგანიზებასთან საერთოდ - საერთოდ! - თამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ გუშინდელ აქციას საზოგადოების კრიტიკა მოყვა, რასაც ის სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გუშინდელ აქციას კრიტიკა მოყვა და უნდა გამოვეხმაურო.
ჩვენი როლი მინდა დავაზუსტო.
1. ევროპული საქართველო არიგებს სიმბოლიკას. გვინდა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს მხარდაჭერის ვიზუალური დემონსტრირების საშუალება - თვალი სვამს და ჭამს.
2. ევროპული საქართველო თვლის რომ უკრაინელი ხალხის სოლიდარობა არ უნდა გადაიქცეს პარტიებს შორის მიკროფონზე უთანხმოების საგნად და მათი პარტიული დღის წესრიგის თემად - ამიტომ უარს ამბობს ყველანაირ ჯღავილზე მიკროფონში და ჩვენს ამომრჩეველს და მხარდამჭერებს, ვისაც ესემესებს ვუგზავნით და აქციაზე ვეპატიჟებით, ვასმენინებთ:
ზელენსკის, ჩერჩილს, იოანე პავლე მეორეს, მერაბ კოსტავას, რეიგანს, ტეტჩერს..... ხარისხიან შინაარს.
ჩვენ მიკროფონს არავის ვაძლევთ სიტყვით გამოსასვლელად - რეიგანს ვალაპარაკებთ და ზელენსკის.
3. ევროპული საქართველო არაფერ შუაშია კონცერტის ორგანიზებასთან საერთოდ - საერთოდ!
არა იმიტომ რომ კონცერტი მიგვაჩნია მხიარულებად, ან ვიღაცას ვგმობთ მაგის გამო - არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არ ჩავთვალეთ რომ სწორია და სწორად მიიღებს ხალხი.
მოკლედ ჩვენი ორგანიზებულია - რუსეთის საელჩოზე ლაით შოუ, რასაც მოყვა რუსეთის საპროტესტო ნოტა.
ჩვენი ორგანიზებულია მნიშვნელოვანწილად ის, რომ მთელი რუსთაველი უკრაინის სიმბოლიკაში დგას.
ჩვენი ორგანიზებულია ის, რომ ზელენსკი, ჩერჩილი, ტეტჩერი და მერაბ კოსტავა გესმით აქციის მონაწილეებს.
ამ ეტაპზე ამით ვიფარგლებით.
P.S. ამ ეტაპზე არც ისეთი სამოქალაქო ჯგუფი არსებობს, რომელსაც ნდობა აქვს და შეიძლება საზოგადოების პოზიცია გამოხატოს. ამიტომ, მიკროფონი მკაცრად - არა“,-წერს, ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა, მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს“ - ნათია ფანჯიკიძე
🔵ზელენსკი დღევანდელი სამყაროს მთავარი გმირია - გია ხუხაშვილი
🔵უკრაინაში ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი იქმნება - ზელენსკი
1737040967
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. „როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას...
1737037971
ახალი ამბებიაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მინისტრად დანიშვნა
„მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მისი მინისტრად დანიშვნა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის...
1737035397
მსოფლიოინდონეზიაში ვულკანი „იბუ“ ამოიფრქვა - დაწყებულია ევაკუაცია
ინდონეზიაში ვულკანი „იბუ“ ამოიფრქვა, რის გამოც 3000 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Reuters ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ვუ...
1737035267
მსოფლიო62 წლის ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა - შემთხვევა საფრანგეთში მოხდა
საფრანგეთში, კურშაველში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი შეჯახების შედეგად, ბრიტანელი ქალი დაიღუპა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას guardian ავრცელებს. დაღუპული 62 წლის ბრიტანეთის მოქალაქე...
1737033918
ახალი ამბებიბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძ...