„ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა, მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს“ - ნათია ფანჯიკიძე

„ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა, მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს“, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
„რას ვფიქრობ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიულ მომენტს ჩემი თვალით ვხედავ და ყველა გრძნობით ვგრძნობ.
აუცილებლად უნდა მეცოცხლა ამ დღემდე, რომ მათთვის, ვისაც ამ დღის სჯეროდა და შეაკვდა მაშინ, როცა მხოლოდ უმდიდრესი ფანტაზია მხოლოდ ყველაზე გიჟებს წარმოადგენინებდა გამარჯვების მცირე დაშვებასაც კი, ან კიდევ უფრო - ვერც წარმოედგინა და მაინც კვდებოდა თავისუფლებისთვის, თავის ქვეყნისთვის, თავის და სხვისი შვილების მომავლისთვის, ამეძახა ზევით, ანათებთ ხომ ვარსკვლავებად, ხომ ხარობს თქვენი სულები, სადაც ხართ, მეგობრებო, უბნელებო, ბავშვობის შეყვარებულებო, ცხრა აპრილის გიჟებო, მამია, ჟიული, გურამ და ყველა თქვენც, ვინც იქ გადარჩით, მაგრამ მერე წახვედით და ეს ოცნება თან გაიყოლეთ.
და თქვენ, ვეტერანებო, ცოცხლებო, ვისაც მახინჯი პატარა კადიროვუშკები ნიშანს გიგებდნენ, უაზროდ იბრძოდითო, ახლა ხომ გრძნობთ თქვენს სიდიადეს?
წინ კიდევ გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა.
მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს“, - წერს ნათია ფაჯიკიძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 უკრაინაში ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი იქმნება - ზელენსკი
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...