სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუსთვის მხარდასაჭერის გამოსახატავად იყვნენ მისულები.

მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სპეცრაზმმა დაბლოკა სპეციალური ავტობუსი, რომელიც პოლიტიკოსებს ემსახურება. ამას მოჰყვა შეტაკება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოგვიანებით იმამოღლუმ ხალხს სხვა ადგილიდან მიმართა.

„დღევანდელი საკითხი სამართლიანობის საკითხია, უფლებისა და სამართლიანობის ძიების საკითხია. სამწუხაროდ, დღევანდელი საკითხი მომდინარეობს შეთქმულებიდან, რომელიც მზადდება სტამბოლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკრემ იმამოღლუმ.

მედიის ცნობით, იმამოღლუ სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს. სტამბოლის მერი უკვე ნასამართლევია თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წევრების შეურაცხყოფისთვის და მის ნასამართლობას ზემდგომი სასამართლო თუ დაადასტურებს, იმამოღლუს პოლიტიკური აქტივობის აკრძალვა ემუქრება.

როგორც მედია წერს, იმამოღლუს 2015 წლის ტენდერის სავარაუდო გაყალბებაში მონაწილეობასაც ედავებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738317324

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრ...

თბილისის ყინულის არენა

1738316052

მსოფლიო

„ჰამასი“ ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ სამხედრო მეთაურის გარდაცვალებას ადასტურებს

ალ-კასამის ბრიგადებმა, ჰამასის სამხედრო ფრთამ, დაადასტურა მათი მეთაურის მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის მარვან ისას გარდაცვალება. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასული წლის აგვისტოში ისრაელის სამხე...

მეთაური

1738314200

საქართველო

პრემიერი: თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა, ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ

„თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავით...

ირაკლი კობახიძე

1738314078

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

„ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტე...

ირაკლი კობახიძე

1738313988

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი

„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირე...

ირაკლი კობახიძე