იტალიაში შეძენილი 3 ცხენი წულუკიანმა საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა (ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, დღეს, 2 მაისს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს.

ოფიციალური ცნობით, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევრო გამოყო.

თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას.

„ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპ-ებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე“, - თქვა თეა წულუკიანმა ცხენების გადაცემის შემდეგ.

სამინისტროს ცნობით, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ჯაიანმა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით, ამ მხარდაჭერის მიღება გახდა შესაძლებელი.

სამინისტრო ცხენების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: „დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა".

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744292554

საზოგადოება

ზეინეპ ილდიზი: ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე. თუ დავხურავთ კარს დიალოგისთვის, ვაწყდებით რისკს, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა

ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ზეინეპ ილდიზმა ასამბლეის სესიაზე. მისივე თქმით, ის არ უჭერს მხარს ევროსაბჭო...

ზეინეპ ილდიზ

1744291021

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7563 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1744290320

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცება საქართველოსთვის არაფერს ცვლის, რადგან რეზოლუცია რომელიც არ აღიარებს რეალობას და აღქმებს ეფუძნება, დავიწყებისთვის არის განწირული

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცება საქართველოსთვის არაფერს ცვლის, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული...

დავით ჩიხელიძე

1744289301

ახალი ამბები

კარლო კოპალიანი გიული ალასანიაზე: გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტ...

კარლო კოპალიანი გიული ალასანია

1744288269

მსოფლიო

რომის პაპმა მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ვატიკანში მიიღო

რომის პაპი ფრანცისკე იტალიაში ოთხდღიანი ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-სა და დედოფალ კამილას ვატიკანში შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება. ეს იყო პირველი შეხვედრ...

რომის პაპმა მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ვატიკანში მიიღო