მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა - ნევროლოგი

„რადგან სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აქვს, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში მიიღო, იქ გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის წევრმა თენგიზ წულაძემ.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო.
„რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა, რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც“, - აღნიშნა წულაძემ.
მისი თქმით, იმისათვის, რომ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი სრულად ჩატარდეს, მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია.
„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა.
პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა, გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს, როდესაც ვიყავით მასთან, მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა ან ვერ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია, პოსტტრავმული-სტრესული აშლილობაც და ამ მხრივ, ფსიქოთერაპია დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს“, - განაცხადა ნევროლოგმა.
დღის სხვა ამბები:
🔵 „პფაიზერი“: „პაქსლოვიდი“ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 89 პროცენტით ამცირებს
🔵 რამდენი ლარი ეღირება 15 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი, ევრო, ბრიტანული გირვანქა და ლირა?
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...