საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.
სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც, ცესკოს წარმომადგენლების განცხადებით, კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა.
საუბარია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის ფარგლებში მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, რეაბილიტაცია გაეწია საპარკინგე სივრცეს და მიმდებარე ტერიტორიას, განხორციელდა გზის ახალი საფარის დაგება და მოწესრიგდა შენობის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის საკითხი.
ცესკოს განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები უსაფრთხოების სტანდარტებს ითვალისწინებს.
მათივე თქმით, აღნიშნული საკითხი პოლიტიზებულია და ჩართულ მხარეებს მოუწოდებენ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ:
„საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. აღნიშნული პროექტის შედეგად მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სხდომათა დარბაზი, რეაბილიტაცია გაეწია საპარკინგე სივრცეს და მიმდებარე ტერიტორიას, განხორციელდა გზის ახალი საფარის დაგება და მოწესრიგდა შენობის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის საკითხი.
ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ითვალისწინებს და უნდა ითვალისწინებდეს კიდეც უსაფრთხოების სტანდარტებს. საკმარისია გავიხსენოთ 2020 წელს ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგის ჩაშლის და ცესკოში შეჭრის მცდელობები, რომელშიც სამწუხაროდ, ცესკოს ყოფილი და მოქმედი წევრებიც მონაწილეობდნენ.
შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიურ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას.
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ არჩევნების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ეს საკითხი ცესკოს ზოგიერთი წევრის მხრიდან მანიპულაციური განცხადებების გაკეთების საფუძველია. იყო მცდელობა საკითხი წარმოჩენილიყო იმგვარად, თითქოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებში საკუთარი საქმიანობის გამო არსებულ შიშს უკავშირდება, რაც ერთგვარად ამ უწყების წარმომადგენელთა შეურაცხყოფადაც შეიძლება განვიხილოთ. უსაფრთხოების დაცვა, პრევენცია, რისკების დაზღვევა, ტერიტორიის მოწესრიგება, შიშის სინონიმი ნამდვილად არ არის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, დაინტერესებული მხარეების მცდელობის მიუხედავად, ყველა საკითხი იყოს პოლიტიზებული, თავის საქმიანობას გააგრძელებს მაღალი სტანდარტებით, რათა უზრუნველყოს მომავალი არჩევნების უსაფრთხოება და მისი მიუკერძოებლად, მაღალი სტანდარტებით ჩატარება.
ჩვენი მხრივ ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და გარემოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1735755783
ჰოროსკოპიხარკოვში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც სამხედრო გაძარცვეს და სცემეს
ხარკოვში ორმა კაცმა სამხედრო მოსამსახურე გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო ნაცემია. „გამოძიების ცნობით, ორი კაცი მიწის...
1735750189
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატუ...
1735740821
მსოფლიოაშშ-ში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, 30 კი დაშავდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, შემდეგ კი, მძღოლი გადმოვიდა და სროლა ატეხა. როგორც USA Today წერს, შედეგად, დაიღუპ...
1735740670
საზოგადოებასაბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა
საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მივიდა. დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვამოწმებთ.
1735736371
მსოფლიობულგარეთი და რუმინეთი შენგენის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
ბულგარეთი და რუმინეთი, 2025 წლის 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან, ამ ქვეყნის მ...