შიმშლობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ... - გიორგი გახარიას შეფასება ოპოზიციის პროტესტზე

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ეროვნული შეთანხმების პროცესს აფერხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება ზეპარტიულ საკითხებზე მოხდეს და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.

"კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას, ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საგარეო ორიენტაცია, დეოკუპაცია და კიდევ ბევრი რამ. შიმშლობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში რეალური პრობლემა ახალი წლების წინ აქვს თითოეულ ოჯახს, შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. შეთანხმება, კონსესუსი ეროვნული უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე, - თქვა გახარიამ. 
გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოინახულა. პარტია "საქართელოსთვის" ლიდერის თქმით, მან უწმინდესს აღსაყდრებიდან 44 წლისთავი მიულოცა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა - პენიტენციური სამსახური

🔵რა უნდა გვქონდეს და არ გვქონდეს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე - აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები

🔵ახალ­გაზ­რდა ­კაც­მა ორ­სუ­ლი ცოლი მისი 13 წლის ძმის თვალ­წინ მოკ­ლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735913636

ახალი ამბები

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სომხეთში, ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ...

საზღვარისაზღვარი

1735910004

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...

აა

1735905260

სოციალური მედია

🎥 „ბედნიერი 2025“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე თვის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. მათ პირველ შვილს კი ანნა ჰქვია. ჯანეტი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებ...

ჯანეტ ქერდიყოშვილი

1735902772

სოციალური მედია

„ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ზედოზირების...“ - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი წელი და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აძლიერებს ნარკოტიკების მოხმარებას და ზრდის რისკებს. მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ...

ზურა სიხარულიძე

1735900719

საზოგადოება

ლაშა ტალახაძე შვილებთან ერთად ამღერდა

ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის წევრი, ლაშა ტალახაძე გადაცემაში „გული მღერის“ ქალიშვილებთან ერთად გამოჩნდა და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ პოპულარული სიმღერა შეასრულა.  ლაშას ოჯახს გვერდი „ბასტი-ბუბუს...

ლაშა ტალახაძე