სოფელ ატენში დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ სამართალდამცველს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდება დაუმძიმა. მათ 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულს ჯგუფურად მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებას გულისხმობს.
1735755783
ჰოროსკოპიხარკოვში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც სამხედრო გაძარცვეს და სცემეს
ხარკოვში ორმა კაცმა სამხედრო მოსამსახურე გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო ნაცემია. „გამოძიების ცნობით, ორი კაცი მიწის...
1735750189
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნისციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატუ...
1735740821
მსოფლიოაშშ-ში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, 30 კი დაშავდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, შემდეგ კი, მძღოლი გადმოვიდა და სროლა ატეხა. როგორც USA Today წერს, შედეგად, დაიღუპ...
1735740670
საზოგადოებასაბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ხანძარი გაჩნდა
საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მივიდა. დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვამოწმებთ.
1735736371
მსოფლიობულგარეთი და რუმინეთი შენგენის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
ბულგარეთი და რუმინეთი, 2025 წლის 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამიერიდან, ამ ქვეყნის მ...