"ზაზა სარალიძის გაუბედურებულ, გატანჯულ სახეს მოვკარი თვალი და ..." - რას წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზაზა სარალიძის ტრაგედიაზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სკოლებში ძალადობრივი და კრიმინალური მენტალიტეტის არსებობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ზაზა სარალიძის ტრაგედიას ეხმიანება.
"ზაზა სარალიძის გაუბედურებულ, გატანჯულ სახეს მოვკარი თვალი და ...
სექსუალური დამცირების გახსენების კამპანიასთან ერთად, რომლის მონაწილეებიც ძირითადად ქალები იყვნენ, ქართველ კაცებსაც თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და გულწრფელად გაიხსენებენ სკოლებში გატარებულ საკუთარი ბავშვობის წლებს, შესაძლოა ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგას ქართული სკოლების პათოლოგიური, პარა-კრიმინალური მენტალიტეტის იერარქიის დასაშლელად და ამოსაძირკვად.
იერარქიისა, რომლის მოქმედებაც მხოლოდ "იმ 9 წლის" განმავლობაში შეჩერდა და რომელმა წლებმაც სიცოცხლესთან ერთად ბავშვობაც აჩუქა საქართველოს ნორმალურ, კანონმორჩილ მოსწავლეებს, ანუ იმათ, ვისაც ეს უბოროტესი იერარქია "ბოზებად" და "ჩმორებად" მოიხსენიებს დღესაც.
მაგრამ ეს არ მოხდება.
დაჩაგრულებს სამუდამოდ სურთ დაივიწყონ თავიანთი დაკარგული ბავშვობა, მჩაგვრელებს კი ერთგვარად ეამაყებათ, მაგრამ ხელს არ აძლევთ ამის გახსენება, მშვენივრად ესმით მოზრდილთა სამყაროს პოლიტიკურ-სოციალური კონიუნქტურა.
ჰო, კიდევ არის ერთი კასტა, ე.წ. "აზნაურობის მაძიებელთა" ანდა "საჭურველმტვირთველთა", რეალურად, იერარქიის ენით კი "შესტიორკათა", რომლებიც საკუთარ თავს მჩაგვრელთა პრესტიჟულ კასტასთან მოიაზრებენ და მათზე უფრო ვოკალურად "აწვებიან ქურდულს"
სწორედ ამიტომ, ყოველთვის მიკვირდა ქართული ლიბერალიზმის მამათა და დედათა მიერ "იმ 9 წლის" არაადეკვატური შეფასება.
ისინი დღესაც თვალს არიდებენ და არ აკეთებენ იმის ანალიზს, თუ რატომ მოსწონდა გულწრფელად უამრავ კანონმორჩილ, წესიერ მოქალაქეს ასე დაჟინებით "ის 9 წელი".
არადა, ეს ხომ საოცრად მარტივია.
ამისათვის მათ საკუთარი, პრესტიჟულ თბილისურ სკოლებში გატარებული ბავშვობის გულწრფელი ანალიზიც ეყოფათ.
მაგრამ ეს ანალიზი არ გაკეთდება.
არ გაკეთდება იმიტომ, რომ მაშინდელი მჩაგვრელები დღეს ქართული საზოგადოების პატივცემული წევრები არიან და მათთან დაპირისპირებად არ უღირთ.
სწორედ იმ, დამახინჯებული ბავშვობის წლებიდან მოდის დღევანდელი, მენტალურად ტრავმირებული ქართული საზოგადოება და ისინი ზრდიან საკუთარ შვილებს ფსიქოლოგიით, რომ - სჯობს მგელი იყო, ვიდრე ცხვარი - მაგალითი ხომ წინ აქვთ ყოველდღიურად...", - წერს ზურაბ გურული ფეისბუკზე.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პრეზიდენტს მიმართავს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 რაც არ უნდა ვიდეოები მიდონ, რაც არ უნდა პირად ცხოვრებაში იქექონ, იქექონ და იყვნენ - ზაზა სარალიძე
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...