ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ ვადიმ კრასიკოვ/სოკოლოვი დამნაშავედ ცნო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში.
დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქის დანაშაული დამტკიცებულია და ვადიმ კრასიკოვ/სოკოლოვისთვის სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მოითხოვა.
ამასთან, გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ დარწმუნებულია, მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს და ის რუსეთის სახელმწიფო უწყებების შეკვეთით იყო ორგანიზებული.
გერმანიის პროკურატურის ცნობით, ვადიმ კრასიკოვ/სოკოლოვი ბერლინში საფრანგეთისა და პოლონეთის გავლით ყალბი პასპორტით ჩავიდა.
მკვლელობას ჰყავდა თვითმხილველები, ხოლო მისი მარშრუტი დადგინდა სატელეფონო სიმბარათის საშუალებით.
ბრალდების მხარემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ხანგოშვილი იბრძოდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რის გამოც მოსკოვი მას მტრად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ლიკვიდაცია.
სასამართლო განხილვა ამ საქმეზე 14 თვე გაგრძელდა, დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე.
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით იყო ძებნილი. ხანგოშვილი გერმანიაში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც 2015 წელს საქართველოში მას თავს დაესხნენ.
ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს.
დღის სხვა ამბები:
🔵 საპატრიარქო - ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას
🔵 მამუკა ხაზარაძე: ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!
1741192578
მსოფლიომედვედევი ზელენსკიზე: შეუმდგარმა ფიურერმა ოვალურ კაბინეტში ტრამპს ნერვები მოუშალა, ამერიკელებმა კი მისი დემონსტრაციული დასჯა გადაწყვიტეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „შეუმდგარი ფიურერი“ უწოდა. „შეუმდგარმა ფიურერმა ტრამპსა და მის გუნდს ოვალურ კაბინეტში ნერვებ...
1741191437
მსოფლიოფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ც...
1741186636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ს...
1741186447
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება
იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...