"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა და დღეს ავიღე ოქროს მედალი, არ მომილოცოთ - არ მიხარია, რადგან განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს" - ეთო ხაბურძანია
ფეისბუკ მომხმარებელი ეთო ხაბურძანია სოციალურ ქსელში განათლების სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და წერს, რომ დამსახურებული ოქროს მედალი 2.5 წლის შემდეგ მიიღო, რომელიც საერთოდ არ უხარია.
"2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.
2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.
ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.
მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და თანაც უკანასკნელად.
შეუძლებელია 12 წლის განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს:
▶️ განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე.
▶️ განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს.
▶️ განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.
თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით.
იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.
ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად "ნიჭიერი" ვარ, თანაბრად "განათლებული" და ყველაფერი "ათიანზე" ვიცი.
მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის.
რამდენიმე საგანში გრამიც აღარ მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ.
რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი.
ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.
ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე.
დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან.
მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?
მართალია 12 წლის განმავლობაში "რაღაც კარგიც ხდებოდა", მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ.
ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა.
კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემ სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა.
ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.
ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული.
კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემ ჩამოყალიბებაში.
ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა.
ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.
პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს", - წერს ხაბურძანია.
დღის სხვა სიახლეები:
1735913636
ახალი ამბებისომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სომხეთში, ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ...
1735910004
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...
1735905260
სოციალური მედია🎥 „ბედნიერი 2025“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე თვის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. მათ პირველ შვილს კი ანნა ჰქვია. ჯანეტი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებ...
1735902772
სოციალური მედია„ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ზედოზირების...“ - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი წელი და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აძლიერებს ნარკოტიკების მოხმარებას და ზრდის რისკებს. მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ...
1735900719
საზოგადოებალაშა ტალახაძე შვილებთან ერთად ამღერდა
ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის წევრი, ლაშა ტალახაძე გადაცემაში „გული მღერის“ ქალიშვილებთან ერთად გამოჩნდა და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ პოპულარული სიმღერა შეასრულა. ლაშას ოჯახს გვერდი „ბასტი-ბუბუს...