59 წლის პაციენტი, კლინიკის ფანჯრიდან გადახტა - რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში?

კორონავირუსით ინფიცირებული 59 წლის პაციენტი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, კლინიკიდან ხვალ უნდა გაწერათ, ამის შესახებ, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პაციენტს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საკონტროლო ანალიზი და იგი თავს კარგად გრძნობდა.

„პაციენტი მამაკაცი, 59 წლის ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 5 თებერვალს. პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, კოვიდინფიცირებული და მოთავსდა ინტენსიურ განყოფილებაში. ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 8 რიცხვში გადავიდა პალატაში, სადაც ის ორსაწოლიან პალატაში იწვა, მეორე პაციენტთან ერთად. თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას, დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი.

მეორე პაციენტი, რომელიც ამ პაციენტთან ერთად იწვა, დღეს გაეწერა ბინაზე, როდესაც შევიდა სანიტარი, დაალაგა იმ პაციენტის გამო პალატა, რომ იმ ადგილზე ახალი პაციენტი შემოსულიყო, სულ ორი წუთის გამოსული იყო, რომ პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. არავითარი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, პირიქით ჩვენთან ყველაზე მშვიდი პაციენტი იყო. ოჯახმაც თქვა, რომ არ ჰქონია არავითარი ფსიქიკური პრობლემა“, - განუცხადა ლალი ტურძელაძემ მედიასთან საუბრისას.

ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი 19:00 საათზე დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპარლამენტო უმრავლსობა მხარს დაუჭერს

🔵უკრაინელმა ჯარისკაცებმა, საბერძნეთის ორი მოქალაქე მოკლეს და ორიც მძიმედ დაჭრეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი