7 ნოემბერს რომ გვესროლეს და გაზით დაგვხოცეს, დიდი წილი ამ ეკიპირებისა და აპარატურის ბიძინას ფულით იყო ნაყიდი - დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ვერც მარტო მიხეილ სააკაშვილი დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ვერც არა მიშა ოპოზიციონერები ივანიშვილს.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არავის აპატიებს იმას, რომ 7 ნოემბერს ქართველ ხალხს და მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს შეურაცხყოფა მიაყენეს.
“როდესაც ივანიშვილს მე და პაატა ზაქარეიშვილი პირველად შევხვდით, 7 ნოემბრის თემაზე მან მითხრა, მიშამ დამაგოიმაო. ის ყოველთვის გაურბოდა ამ თემაზე საუბარს.
მას აქვს ნათქვამი – „მე გავმწარდი, როდესაც მიშამ ხალხი დაარბია. მას დავურეკე და ვუთხარი, არიქა, ასე როგორ შეიძლება. მან მითხრა, შენი რჩევა გავითვალისწინე და გადავდექიო.
როგორ მომატყუა, მეგონა, მე ვურჩიე და ამიტომ გადადგა, თურმე ამერიკელებმა ურჩიეს“. ამის შემდეგ მიშას მოსწყინდა, ერთი-ორი თბილი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ბიძინას ასე რამდენიმეწლიანი ფიქრი, გაქცეულიყო საქართველოდან თუ ებრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ.
იმ დროს სააკაშვილი და მისი მილიარდერი და დამფინანსებელი ერთ მხარეს იყვნენ. 7 ნოემბერს რომ გვესროლეს და გაზით დაგვხოცეს, დიდი წილი ამ ეკიპირებისა და აპარატურის ბიძინას ფულით იყო ნაყიდი. მაშინ ბიძინა უფრო სუსტი იყო, ხოლო ძლიერი მიშა.
მე ვუყურებ პრაგმატულად – ვიცი, რომ ვერც მარტო მიშა დაამარცხებს ბიძინას და ვერც მარტო „არა მიშა“ ოპოზიციონერები დავამარცხებთ ბიძინას. მოგვიწევს ერთმანეთის აღიარება და პატივისცემა სიყვარულის გარეშე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის ვაპატიებ, თუ გინდ მიშა იყოს, რომ 7 ნოემბერს ქართველ ხალხს და მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე და გადავდექი“ – ეს მიშისტებისთვის ნათქვამი ტექსტია. როცა ამბობს, არჩევნები ჩავატარე და ძლივს მოვიგეო, არ მოუგია, გააყალბა, მეორე ტური იყო – თბილისში ოფიციალურად 31% აქვს აღებული. მე არ ავიტან ტყუილებს და შემიძლია მიშასთან თანამშრომლობა”,– განაცხადა ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს-საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
🔵სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - „ომიკრონს“-ამირან გამყრელიძე
🔵შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავა
1741243154
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...
1741241235
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...
1741240138
საზოგადოებალევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია
თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...
1741240030
საზოგადოებაფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...
1741237749
საზოგადოებაჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. რო...