9 და 12 წლის შვილებზე სექსუალურ ძალადობაში მხილებულ მამას, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს

9 და 12 წლის შვილებზე სექსუალურ ძალადობაში მხილებულ მამას, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბავშვების დედა კი, „კურიერს“ ვრცელ ინტერვიუზე დათანხმდა, სადაც ქალი დეტალურად აღწერს, თუ როგორ აშანტაჟებდა მამა არასრულწლოვნებს და როგორ აიძულებდა მათ სექსუალური ძალადობის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ.

ქალი ყვება, რომ მისი ყოფილი ქმარი სხვა ბავშვებზეც ძალადობდა და მათ გაჩუმებასაც, სავარაუდოდ, მუქარის გზით ახერხებდა.

ის, რომ 40 წლამდე მამაკაცი სექსუალურ დანაშაულში წარსულშიც არაერთხელ იყო შემჩნეული, ცნობილია ადგილობრივებისთვისაც. ბავშვების დედის ოჯახში „კურიერს“ კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლის შესახებ უამბეს.
„15 წლის გოგოზე იძალადაო. ავადმყოფს, მოხუცს, შინაურს და გარეულს არ ინდობდა,”- აცხადებს ბავშვების ბებია.

შვილებზე სექსუალური ძალადობის საქმე დედის შეტყობინების საფუძველზე გაიხსნა, რომელმაც პოლიციას სხვა პირის წინააღმდეგ მიმართა და განაცხადა, რომ 24 წლის მამაკაცი მის არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, დაკითხვის დროს კი ბავშვებმა გაამჟღავნეს, რომ მათ მიმართ პირველად მამამ იძალადა, რაც ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ირკვევა, რომ ცოლთან დაშორების შემდეგ მამაკაცმა არასრულწლოვანი შვილების წაყვანა მოახერხა და მათთან ერთად სხვა ქალაქში, ნაქირავებ ბინაში გადავიდა. სწორედ აქ ხდებოდა არასრულწლოვნების მიმართ შემზარავი დანაშაული.
„ბავშვები დაუშინებია, რომ თუ მე პოლიცია დამიჭერს, თქვენ ბავშვთა სახლში წაგიყვანენ და იქ ცუდად მოგექცევიანო. ალბათ აშინებდა, თუ პაპას, ბიძიას ან დედას რამეს ეტყვი, მოგკლავო. ბავშვები დასტრესილები იყვნენ. როგორც შევიტყვე პატარა გოგო უცემია კიდეც, თავში ჩამარტყა ორჯერო ბავშვს უთქვამს. პოლიციელმა მითხრა, რომ ადრე მას ასეთი შემთხვევა ჰქონდა არასრულწლოვანზეო. საკუთარ მამას თუ ასეთი რამის გაკეთება შეეძლო, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, უმკაცრესად დაისაჯოს და სამუდამო მისცენ“, – აცხადებს ბავშვების დედა.

პედოფილიაში, მათ შორის საკუთარ შვილებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლომ დღეს წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელა.

40 წლამდე მამაკაცს ბრალი არასრულწლოვნების გაუპატიურების მუხლით წარუდგინეს. მას 11-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თავშესაფარში გადაიყვანეს. მათ დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდათ. არ არის გამორიცხული, გამოძიების პროცესში დაზარალებული არასრლუწლოვნების წრე გაფართოვდეს.

წყარო: რუსთავი2

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵იტალიაში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამნაშავე ჰყავს?!

🔵ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

🔵დეპუტატის შვილი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე

1741182783

სპორტი

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...

ლაშა ბექაური

1741181949

სპორტი

არნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა

1741180432

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი