იტალიაში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამნაშავე ჰყავს?!
ბოლო დღეების განმავლობაში, ExclusiveTV-ი აქტიურად აშუქებდა იტალიაში, კერძოდ კი აგრიჯენტოს პროვინციაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, სადაც გაზს გაჟონვას ძლიერი აფეთქება მოჰყვა, რამაც რამდენიმე შენობის ნგრევა და კიდევ რამდენიმეს დაზიანება გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველებმა გუშინ, ნანგრევებში ბოლო ორ ცხედარს მიაგნეს. აფეთქებისგან გამოწვეულ ნგრევას, სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. დაიწყო გამოძიებაც. გამოძიების ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ არსებობს ადგილობრივი სასამართლოს განკარგულება, რომლის თანახმადაც, 2014 წელს, აღნიშნულ პერიმეტრზე, უნდა ჩატარებულიყო გაზსადენი მილების განახლება. მაშინდელი ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გაზსადენი მილების ამ მონაკვეთის 76% საჭიროებდა რეაბილიტაციას.
გამოძიება გვიჩვენებს, დადგება თუ არა იმ სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც აღნიშნული სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, აგრიჯენტოს პროვინციის, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რავენუზაში, გაზსადენის აფეთქების შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. გარდაიცვალა ცხრა ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არის ახალგაზრდა წყვილი, რომელიც რამდენიმე დღეში პირველ შვილს ელოდა.
ნინა მამუკაძე
იგივე თემაზე:
📌 იტალიაში გაზსადენი აფეთქდა, 12 პირი დაკარგულად ითვლება, მათ შორის სამი ბავშვი (ფოტოები)
📌 ტრაგედია იტალიაში - არიან დაშავებულები და გარდაცვლილები (ვიდეო)
📌 სიკვდილი დაბადებამდე - იტალიაში დატრიალებული ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1736427835
ახალი ამბები„საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი, ერთი არის სამართლებრივი შეფასება და მეორე, ვისაც დავიწყებული აქვს, შევახსენოთ, რეალურად რას ნიშნავს რეჟიმი“ - ლევან მაჭავარიანი
საგამოძიებო კომისიის შექმნას აქვს ორი მიზანი. ერთი არის სამართლებრივი შეფასება და რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს ის მართლაც სისხლიანი 9 წელი, რომელიც საქართველომ გამოიარა, სადაც ხდებოდა სისტემუ...