აგერ ახლა, ბაღდათმა ორი ახალგაზრდა დაასაფლავა - ქრისტეს ტირილი იყო ბაღდათში - ოთხი შვილის მამა და ორი შვილის ანგელოზივით გოგონა

„კოვიდთან ქართველების მიერ დამარცხებული საქართველო. მეცოდებაო, რომ ვთქვა, არ ვიქნები მთლად მართალი - უბრალოდ, მტკივა.“ - წერს იტალიაში მოღვაწე, პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე.
„მტკივა ის 60-80 ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ვკლავთ. ზვიად ტომარაძე კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით...
იმ 60-80 ადამიანს ვიღაც ორფეხა ცხოველმა - ნიკოლოზ გვარამიას და თინა თოფურიას მიმდევარმა - რომელმაც უარყო პირბადე და უარყო აცრა, მიუტანა და გადადო ვირუსი.
არა, ვირუსი გაცილებით მეტს გადადო, მაგრამ სხვებმა გაუძლეს, ხოლო ამათ, ვისაც სხვა თანამდევი დაავადებები ჰქონდათ ვერ გაუძლეს.
სოსო მანჯავიძეც იცინის, იცინის, კვდება სიცილით...
აგერ ახლა, ბაღდათმა ორი ახალგაზრდა დაასაფლავა - ქრისტეს ტირილი იყო ბაღდათში - ოთხი შვილის მამა და ორი შვილის ანგელოზივით გოგონა.
ვიღაც ორფეხა ცხოველმა, პირბადე და აცრა რომ უარყო, მიუტანა და გადადო ვირუსი...
ბექა ვარდოსანიძეც იცინის, იცინის, კვდება სიცილით...
დამარცხდა ქვეყანა ამ ხალხთან... შედეგი?! 60-80 დაღუპული დღეში.
ევროპაში ვერ შევალთ. ჰიდროსადგურები არაო, გზა არაო (გონებაჩლუნგები ამბობენ, გზას თუ გავაკეთებთ ადვილად შემოვლენო რუსული ტანკები), აცრა და პირბადე არაო...
წინ, ძვირფასებო, წინ, გამოქვაბულისკენ, ჭრაქისკენ, ჭრელ და შავტარიანი დანების და გულზე გადადნობილი ტყვიისკენ!...“ - წერს სოლომონ ნერგაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...
1741064913
ახალი ამბები„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...
1741030218
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...