ბარბარობის წინა დღეს ,,ქველმოქმედს” მიადგა მრავალშვილიანი ოჯახის მამა, იქნებ რამით დაგვეხმარო, პატარები მშივრები მყავსო… - პეტრე კოლხი

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მამა პეტრე ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც ერთ მორწმუნე ოჯახს შეეხება. ისტორიის მიხედვით, შეჭირვებული ოჯახის მძიმე მდგომარეობის და შეძლებული მეზობლის ურთიერთობას აღწერს.

"მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებით ტრაბახობდა… ყველაფერს ცდილობდა მონასტრის წევრებს მისთვისაც ღმერთივით ეცათ თაყვანი… რამდენჯერ ნივთებიც გაუტანია სახლიდან, რომ იქ მიეტანა და ამის გამო ვინმეს შეექო…
არც არავინ ეუბნებოდა, ესეც ვნება იყო, რასაც კეთილ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა…
ბარბარობისთვის სამი დღით ადრე შეუკვეთა საცხოვს ლობიანი…
მეზობლად ხელმოკლე ოჯახი ცხოვრობდა… ისე უჭირდათ, პურს მონაცვლეობით მეზობლები ყიდულობდნენ…
ბარბარობის წინა დღეს ,,ქველმოქმედს” მიადგა მრავალშვილიანი ოჯახის მამა, იქნებ რამით დაგვეხმარო, პატარები მშივრები მყავსო…
ისტერიკებით გაისტუმრა, სად მაქვს ამდენი, მე თავი დამანებე, სხვას მიადექიო…
შეიძლება იმ წამს მართლა ვერ დახმარებიდა თანხით, რადგან ავტომობილი ისე გაავსო პროდუქტით, თავად ძლივს ეტეოდა, რომ ბარბარობას მონასტერში სუფრა გაეშალა…
იცოდა, რომ წირვის ბოლოს ან მონასტრის წინამძღვარი შეაქებდა, ან დანარჩენი წევრები ცამდე აიყვანდნენ…
ბარბარობის დღეს მისი მეზობლის ბავშვი შიმშილისგან გულწასული სასწრაფოს ექიმებმა ძლივს მოაბრუნეს…
ჰო, ისევ პატარების მფარველმა ბარბარემ უშველა… აბა, მეზობელი როგორ დაეხმარებოდა, მონასტერში სამეფო სუფრა უნდა გაეშალა!..",-წერს, პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ბარბარობა-არის თუ არა 17 დეკემბერი ბედობაც?

🔵მკვლელობა გუდაურში - ნაფიცი მსაჯულები განაჩენზე 24 საათზე მეტია მსჯელობენ

🔵აზარტული თამაშების რეკლამა მარტიდან აიკრძალება - ირაკლი ზარქუა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736226882

საზოგადოება

რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრა...

შობა

1736196171

ჰოროსკოპი

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს შეგიძლიათ განსაკუთრებით მომხიბვლელი იყოთ, ამიტომ შესაფერისი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პ...

ასტროლოგიური პროგნოზი

1736195255

ახალი ამბები

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს

 მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის საქართველო დღეს, 7 იანვარსქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს.   სახარების მიხედვით, იესო ბეთლემში, ნათლით გაბრწყინებულ გამოქვაბულში იშვა, სადაც უამინდობისას...

ააა

1736191427

ახალი ამბები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება - როდის აღდგება წყალმომარაგება

 GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. კომპანია წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ნაძალადევი,ქვიშხეთის ქ.N 35-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანე...

წყალი შეწყდება

1736186698

ახალი ამბები

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს ფანჯარაზე ანთებულ სანთელთან უნდა წაიკითხოთ

ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. სასულიერო პირებისგან ვიცით, რომ ფანჯრის კონკრეტულ მდებარეობას არსებითი მნიშვნელობა...

ზოგადი