ბრალდებულის დედა წლებია იტალიაში ემიგრანტია, იგი სამშობლოში უახლესი რეისით ბრუნდება - ახალი დეტალები ქმრის მიერ ორსული ცოლის მკვლელობის საქმეში

ვარკეთილში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა - ხუთი თვის ორსული 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით, სავარაუდოდ მისმა ქმარმა 23 წლის გოგა გზირიშვილმა მოკლა.

"ექსკლუზივ tv"-ს ინფორმაციით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ია ძამაშვილი, ბოლო რამდენიმე წელია იტალიაში ემიგრანტია.

მომხდარით იგი შოკირებულია და მიზეზებზე საუბარი უჭირს. სამშობლოდან ემიგრაციაში მყოფი ქალი საქართველოში სავარაუდოდ უახლოეს საათებში ჩამოფრინდება.

"კურიერის" ცნობით, დაკავებული მამაკაცი წარსულში 2 - ჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, ძალადობაზე და მას ცოტა ხნის წინ გაუვიდა პირობითი მსჯავრის ვადა.

ამ დროისთვის დაკავებული, წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.

თბილისში, მეუღლის მიერ სასტიკად მოკლული ქეთი კეპულაძე სოფელ ოფშკვითში საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ.

საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში 23 დეკემბერს მოხდა.

ამავე თემაზე:

🔳 ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი წარსულში 2 - ჯერ არის ნასამართლევი

🔳 „შეეცადა ქალი მკვლელობამდე დახმარების მიღებას პოლიციისგან, სოციალური სამსახურისგან, ექიმისგან?“

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736094926

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1736093941

ჰოროსკოპი

„საპატრიარქო ცვლილებები, გარდაცვალება რომელიც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...

ზოგადი

1736087920

ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც აფხაზური მედია იტყობინება, „განკარგულებას“ უკვე მოაწერა ხელი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულე...

გლოვის დღე

1736087661

სოციალური მედია

ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა - რას წერს მსახიობის მეუღლე

2022 წლის, 5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე  მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. მას 2 შვილი დარჩა. ყველასათვის საყვარელი მსახიობის გა...

მსახიობი

1736085243

საზოგადოება

რუსეთის 2 მოქალაქეს ზუგდიდი-მესტიის გზაზე თავს დაესხნენ

ყაჩაღობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე რუსი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ადგილზე დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ მოქალაქეებზე თავდასხმა ედებათ.  სოფელ ნაკრას ასა...

პოლიციაპოლიცია