„ჩვენი სახელმწიფო დუმს ... თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი სირაქლემას პოზიციაში ჩაძინებულებს არ მოგვადგება - ძალიან ცდება...“ - გენრი დოლიძე

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი სირაქლემას პოზიციაში ჩაძინებულებს არ მოგვადგება - ძალიან ცდება...“ - ასე ეხმაურება პოეტი გენრი დოლიძე საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული მტერი და მოქმედი ოკუპანტი რეგიონში საბრძოლო მოქმედებისთვის ემზადება.

ემუქრება ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, რომლის მებრძოლებიც აფხაზეთის ომში სრული რესურსით იყვნენ ჩართულები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

უკრაინული „უნა უნსო“ საქართველოსთან ერთად, ოფიციალურად მოიხსენიება ამ ომში მხარედ.

ჩვენი სახელმწიფო კი დუმს.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ უკრაინის კონფლიქტში არ ჩარევით, რუსეთის თავგასულობისა და გაძლიერებისთვის ხელის არ შეშლით, პუტინს არ გავაღიზიანებთ.

მე კი მიმაჩნია, რომ დევიზი "ძალა ერთობაშია" მხოლოდ დიზაინისთვის არ გვაქვს საქართველოს გერბზე მიწერილი. რომ გავეშებულ ოკუპანტთან ბრძოლისა და გამკლავების ერთადერთი საშუალება გაერთიანებაა.

რუსეთი რომ მოკავშირეებს, ნეიტრალურებს და მტრებს ერთნაირად ექცევა, ამაში დასარწმუნებლად ბალტიისპირეთის "რუსული გაკვეთილებიც" კმარა.... 

საქართველომ, უკრაინასთან მიმართებით, სასწრაფოდ უნდა დააფიქსიროს მკაფიო სოლიდარობის პოზიცია, თორემ არათუ მსოფლიო, არამედ საკუთარი ისტორიული კონტექსტიდანაც ვართ ამოვარდნილები.

ჩვენი ქვეყანა არასოდეს გამდგარა განზე. იგი ყოველთვის იბროდა "სხვის ომში".

რადგან მტრის დამარცხება, შეკავება მანამ სჯობს, სანამ იგი სხვის ტერიტორიაზეა, თორემ როცა კარს მოგადგება, ეს უფრო ძვირი გიჯდება...

მინდა შეგახსენოთ გერმანელი საზოგადო მოღვაწის, პასტორ მარტინ ნიიმიოლერის სიტყვები:

„როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ. კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…“

სანამ რუსული საფრთხე და აგრესია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, სანამ შავიზღვისპირეთში დატრიალებულ დენთის სუნს მთელი ევროპა ცხადად გრძნობს, სწორედ ახლა, სასწრაფოდ არის საჭირო მტკიცე პოზიციის დაფიქსირება და მსოფლიოსთვის არა ცალკეული რუსულ-უკრაინული კონფლიქტის, არამედ მთლიანი კონტექსტის ილუსტრირება.

თორემ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი სირაქლემას პოზიციაში ჩაძინებულებს არ მოგვადგება - ძალიან ცდება... მერე უკვე პასტორ ნიმიოლერის თქმისა არ იყოს, ხმის ამომღები აღარავინ იქნება...“ - წერს პოეტი გენრი დოლიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ოპოზიცია ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის, „ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს

🔵 „მსოფლიო შეძრულია უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე პროცესით და პრემიერმა ღარიბაშვილმა მხარდაჭერა არც დღეს გამოუცხადა...“ - ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე

🔵 უკრაინას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახები დატოვებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი