ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში - ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ კადრებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო, გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვიდეოში ექსპრეზიდენტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

"რა შეიძლება ვთქვა, ეს ტრაგედიაა, რეალურად, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს კაცი არ არის ნორმალური. ადამიანი, რომელიც ამ ვიდეოს იხილავს, როგორ შეიძლება მასზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს?! ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ჩაგრავდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს. ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა, გარდა ამისა, კადრებში ჩანს, რომ ის აშკარად არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ბოდავს სპეცსამსახურების გატაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი.

მინდა ვთქვა, რომ მან ჩვენს ამომრჩევლებს ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ჰოსპიტალიზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემაა, სად, როგორ და როდის - სააკაშვილის პირადი ექიმი

🔴 აცრილია სულ 20 პროცენტი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შევქმნათ იმუნური ფენა - თენგიზ ცერცვაძე

🔴 გიორგი ფხაკაძემ ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741254513

მსოფლიო

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...

 სპეცრაზმი  სპეცრაზმი

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი