დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 მაისის ქუჩაზე მოქალაქეებს, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ
საქართველო 8 გარდაცვლილს გლოვობს, რომელთა შორის სამი არასრულწლოვანია. ისინი, გუშინ დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის 7 სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ.
26 მაისის ქუჩაზე, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიდიან მოქალაქეები, მიაქვთ ყვავილები და სათამაშოები დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
მეხანძრე-მაშველები 26 მაისის ქუჩაზე, ბინის ნანგრევებში ამ დრომდე მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, ისინი ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ, კორპუსის სადარბაზოში ნგრევამდე რამდენიმე წამით ადრე შევიდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო "ქართული ოცნება" 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. ამასთან, ტრაგედიის გამო, ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
ბოლო მონაცემებით, ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მსხვერპლი 8-მდე გაიზარდა. ნანგრევებიდან მაშველების მიერ ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე რჩება. შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ამ დრომდე კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
ფოტოები: "ბათუმელები"
ამავე თემაზე:
1736587735
მსოფლიოლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხ...
1736586141
მსოფლიო„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში კანონპროექტი დარეგისტრირდა
აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღი...
1736585261
მსოფლიოჯო ბაიდენი 15 იანვარს მოსახლეობას პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15 იანვარს მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ Deutche welle იუწყება. ბაიდენი ერს სიტყვით მიმართავს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან. გა...
1736583642
მსოფლიომარკ ცუკერბერგი: ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეკავდნენ და უყვიროდნენ „Meta“-ს თანამშრომლებს, ითხოვდნენ ცენზურას პოსტებზე, სადაც კოვიდ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი
კომპანია „Meta“-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უყვიროდა „მეტას“ თანამშრომლებს და ითხოვდა ცენზურას. როგორც...
1736581646
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: არ ვართ მარტივ სიტუაციაში, ჯერ კიდევ 2 ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირთა...