დეკანოზი ანდრია: საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება
![](https://exclusivetv.org/uploads/files/2021/10/21/5318/andria-jaghmaidze_w_h.jpeg)
"საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება, დიდ დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო", - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დეკანოზი განმარტავს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები დიდ დღესასწაულებზე, მაგალითად, სვეტიცხოვლობას, მედიისთვის გამოყოფილი ადგილის დაკავებაზე უარს ამბობენ, ასევე, მისივე სიტყვებით, წირვის დაწყებამდე "დაჟინებით ითხოვენ" ინტერვიუს სასულიერო პირებისგან, რაც, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
"უკანასკნელ წლებში საქართველოში არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ შექმნია იმდენი წინააღმდეგობა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და ქართველი ჟურნალისტების მხრიდან, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას. საპატრიარქოს არცერთ შემთხვევაში არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისათვის, რომლითაც, ზოგადად, შეუძლია ისარგებლოს პირმა ან ორგანიზაციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის მიყენების შემთხვევაში.
14 ოქტომბერს ხმაური იყო სვეტიცხოვლის ეზოში. სრულიად საკმარისი არის, გავიხსენოთ მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა, მერე მცდელობა, რომ დაებრალებინათ, თითქოს მღვდლებმა გადმოყარეს ჟურნალისტები. ასევე, მარტვილის ტაძარში ჩაშლილი მსახურება, კიკეთში მოვარდნა მსახურების წინ, მონაზვნებთან სახლში შევარდნა, შტურმი კარებთან.
ივედით იქამდე, რომ სვეტიცოხოვლობა დღეს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, როცა წირვა აღასრულა კათოლიკოს პატრიარქმა მისი აღსაყდრებისა და დაბადების დღის მოახლოებული საიუბილეო თარიღების წინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი სასულიერო პირებს ბანდიტებს უწოდებს.
ცალკე სათქმელია, რომ ტელევიზიების ნაწილს სვეტიცხოვლობა, როგორც საზეიმო მოვლენა, არც კი გაუშუქებიათ, მთლიანი ორიენტირი მიმართული იყო ეკლესიისა და დღესასწაულის დაკნინების კუთხით, რომლის ფარგლებშიც აქტიურად წამოიწია სვეტიცხოვლობის წინა დღეს მოგონილი პატრიარქის გადადგომის მოგონილი სკანდალის საკითხი",- განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე სიტყვებით, მსახურების წინ ინტერვიუს ჩაწერაზე სასულიერო პირის ნათქვამი უარი "ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება", სასულიერო პირისთვის კი, მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობისაა, ტაძარში, წირვაზე მივიდეს "აუღელვებლად, საზეიმო მსახურებისათვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე".
"მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს.
როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას.
საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე.
თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად.
გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი", - თქვა დეკანოზმა ანდრიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "კარგი ამბებია" - ბუკა პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წერს
1739359491
ახალი ამბები„ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ“ - ზურაბ ქადაგიძე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალ...
1739358226
ახალი ამბები„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“ - ლევან მახაშვილი
„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საერ...
1739356263
ახალი ამბები„ყველა ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, იცავს თავისი ქვეყნის ინტერესს - ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი“ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს, თუმცა, პარალელურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამი...
1739355899
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როცა „გამჭვირვალობა - საქართველო“ ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ ინდექსს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ბრიუსელის ორმაგ სტანდარტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 2024 წლის კორუფციის აღქმის გლობალური ინდექსის კვლევის შედეგებს ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნ...
1739354957
ახალი ამბებიკახა კალაძე შევჩენკოს შესახებ: დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს, პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან
„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებ...