დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის გუნდს ნდობისთვის - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. მისივე თქმით,  საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ამაღლდეს სხვა სტანდარტზე. პაპუაშვილის თქმით, საჭიროა, რომ 2024 წლამდე მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და მისი განცხადებით, სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი.

ამასთან, პაპუაშვილმა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პოლიტსაბჭოს წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა კახა კუჭავას. მან მართლა რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება და შეძლო პარლამენტის საპარლამენტო ცხოვრების კალაპოტში მოქცევა. ასევე დიდი მადლობა მას პირადად იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც ის თავმჯდომარე გახდა, მაშინაც განსაკუთრებით ვგრძნობდი როგორც პარლამენტის წევრი და როგორც მეგობარი. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, დიდი მადლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და პარტიის გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს.

საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, პარლამენტი ახალი წლიდან დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ჩვენი საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. საჭიროა, რომ ამ წლების განმავლობაში, რომელიც პარლამენტს დარჩა 2024 წლამდე, მოხდეს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და სწორედ ეს ამოცანები ექნება პარლამენტს გადასაწყვეტი. გარდა ამისა, იმ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც რეგიონში ასრულებს, პარლამენტს აქვს აქაც დიდი როლი. ეს რთულია, შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ჩართვა ამ პროცესებში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵შორს არსად მივდივარ - კახა კუჭავა

🔵რა ქონებით მოვიდა და მიდის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავა?

🔵საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე