იმდენი იძახეთ კოვიდი მესამე მსოფლიო ომიაო, თავდაცვიდან გადმოისროლეს კადრები - ნათია ფანჯიკიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„იმდენი იძახეთ კოვიდი მესამე მსოფლიო ომიაო, თავდაცვიდან გადმოისროლეს კადრები“.
ნათია ფანჯიკიძის ამ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წაიკითხეთ რას წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები:
„სასწრაფო გამოძახებაზე ბეტეერი მოვა“
„სასწრაფოდ უნდა გადამზადდნენ, ქირურგები მეომრებად“
„რაც კლინიკებში ხდება თურმე მაგას კი სჭირდება სამხედრო ძალა“
„ბეტეერი მოვა და თუ საჭირო გახდა სუთი გადაგაფრენენ“
„ან ინკასაციის მანქანა“
„თავიდანვე ტანკი რომ გამოეყვანათ, იქნებ პანდემია გამქრალიც ყოფილიყო უკვე. გვიანი ნაბიჯები გვამარცხებს სულ“
„დაჟე "ქართუდან". ყველაზე დაცული ხაზია ფრონტზე“
„მწვანე პასპორტი შეიცვლება ქართუს პლასტიკურით“
„საქმე ისაა თავდაცვაში როგორი მიღწევები აქვს, მოახერხებს კოვიდის დამარცხებას?!“
„პატარა "შოკუნიებიო" და... დიდზე გადავედით“
„მოკლედ ამ ქვეყანაში მეპურეს ხომ ვერ დავაცხობინეთ პური“
„მე საბანკო გამოცდილება გამიხარდა“
„ჯანდაცვას პირადი ბანკირი ეყოლება “
აზარაშვილი, 2020 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს გენერალური დირექტორი იყო.
ზურაბ აზარაშვილის ძირითადი საქმიანობა, კომერციულ ორგანიზაციებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით, მისი პროფესიული საქმიანობა, კომერციული ბანკიდან იწყება, საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.
ექიმის ოჯახშია გაზრდილი, ხუთი შვილის მამაა, წარმატებული იქნება - ასე წარუდგინა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ჯანდაცვის მინისტრი.
ასევე საინტერესოა:
🔵 ექიმის ოჯახშია გაზრდილი, ხუთი შვილის მამაა, წარმატებული იქნება - ღარიბაშვილი მინისტრ აზარაშვილზე
🔵 რა გამოცდილება აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილს (ვიდეო)
27 თებერვალი 17:59
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ
ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...
27 თებერვალი 17:57
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...
27 თებერვალი 17:46
მსოფლიო„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს
უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...
27 თებერვალი 17:11
ახალი ამბები„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...
27 თებერვალი 16:28
სპორტისაქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...