ირაკლი კობახიძე: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერმა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გვექნება კონსულტაციები. მე გუშინაც მქონდა საუბარი თორნიკე რიჟვაძესთან. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მას მინდა, მადლობა გადავუხადო. ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში გასული წლების განმავლობაში და მას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. რაც შეეხება მომავალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, დიდი ალბათობით, დღესვე წარვადგენთ პრეზიდენტთან ერთად ახალ კანდიდატურას. გვაქვს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და ასევე შესაძლო კანდიდატთან კონსულტაციები. დიდი ალბათობით, დღეს უკვე წარვადგენთ კანდიდატს. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, დღეისათვის უკვე შეიძლება შედგეს ოფიციალური წარდგენა“, - განაცხადა პრემიერმა.
1744295971
საზოგადოებასასტუმრო აგრო სახლი „ქორენა”: წელს აქტიურად გვემატებიან სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ლიეტუვიდან
ტურისტული ნაკადების ზრდაზე საუბრობს იმერეთში, სოფელ გელათში მდებარე სასტუმრო აგრო სახლი „ქორენას” დამფუძნებელი მაია კეზევაძე. სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდაა ევროპული ქვეყნები...
1744295778
საზოგადოებამაია ბითაძე: ბრიტანეთმა შეითავსა ბაიდენის ადმინისტრაციის მავნებლური პოლიტიკა - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი კოლონიური და ბატონყმური დამოკიდებულება ოდესმე წარმატების მომტანი იყო რომელიმე ქვეყნისთვის, კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია
ჩვენ არ უნდა გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ იქ ყველა [ერთნაირად] ფიქრობს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდო...
1744292771
საზოგადოებასესი: 2025 წელს რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, დარღვევების მაჩვენებელმა აპრილის მონაცემებით 3,3% შეადგინა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სესი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეხვედრისა...
1744292554
საზოგადოებაზეინეპ ილდიზი: ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე. თუ დავხურავთ კარს დიალოგისთვის, ვაწყდებით რისკს, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა
ჩვენ ვმართავთ დებატებს საქართველოზე, მაგრამ ქართული დელეგაციის გარეშე, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ზეინეპ ილდიზმა ასამბლეის სესიაზე. მისივე თქმით, ის არ უჭერს მხარს ევროსაბჭო...
1744291021
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7563 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...