ირაკლი კობახიძე: ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს, რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

„ცაჰკნა არის Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება, არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს და არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში.

„ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ის არის Deep State-ის დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება, არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება.

ცაჰკნამაც თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი, არის უბრალოდ კონკრეტული დავალება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744305947

საზოგადოება

კახა კალაძე: ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტებს ევრო...

კახა კალაძე

1744305870

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე: ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც რომელიმე სახელმწიფოს შტოს წარმომადგენელზე იმუშავებს და კანონისა და ქვეყნის ინტერესიდან გადაახვევინებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური...

პოლიტიკოსი

1744301251

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლით კავშირების განვითარება - შავი ზღვა არის დამაკავშირებელი ზღვა ევროკავშირთან და ევროპულ ზონასთან

საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანაა. შავი ზღვა ჩვენი ისტორიაა და ნამდვილად უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. განსაკუთრებით იმ პერიოდს ავიღებდი, როცა რუმინეთი, ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ, რის...

 მაკა ბოჭორიშვილი

1744300068

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია

ევროპული ინტერესები თუ არსებობს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვითანამშრომლოთ ევროპული ინტერესების სასარგებლოდ, არის ქართული ინტერესებიც, რაც გასათვალისწინებელია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1744297116

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო...

 მამუკა მდინარაძე