„ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ“ - ლაშა ტალახაძე სპორტსმენების ბულინგზე

„ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს", - ასე ეხმაურება ქართველი სპორტსმენების ბულინგს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

ლაშა ტალახაძის განცხადებით, ყველა მათგანს 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი.

„მოგეხსენებათ თუ რამხელა სიხარული მოგვიტანეს. ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს.

რა თქმა უნდა ბულინგი, შეურაცხყოფა ძალიან ცუდი არის. ბიჭებს მინდა ვურჩიო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ვიცხოვროთ ღირსეულ, განვითარებულ, მშვიდობიან საქართველოში, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც გვიყვარს და ეგეთი ადამიანები სამწუხაროდ ბევრნი იქნებიან, რომლებიც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ უმიზეზოდ და ა.შ.

მინდა შევახსენო თითოეულ მათგანს, რომ ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ. უბრალოდ ყველამ ერთად გავიღიმოთ და გავუღიმოთ იმ ადამიანებს", - აცხადებს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729604105

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7262 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7207 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1729599561

სოციალური მედია

„უსაყვარლესი, სუპერ გოგო“ - თიკა ფაცაცია საფრანგეთში მოგზაურობს

მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი, თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ანებივრებს ხოლმე. ამჯერად იგი გამომწერებს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაღებ...

თიკა ფაცაცია

1729592908

საზოგადოება

საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწ...

საპატრიარქო

1729590766

საზოგადოება

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1729588587

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი...

რუსთაველის გამზირი