მარიკა ლაცაბიძე: დანიის „ქალთა მუზეუმი“ გადაკეთდა „გენდერულ მუზეუმად“, ამის ნიშნად მუზეუმის შესასვლელთან დაიდგა მამაკაცის ფიგურა ძუძუმწოვარა ჩვილით ხელში, რომელიც მუზეუმის სავიზიტო ბარათი გახდა

ეს არის ყოფილი „დანიის ქალთა მუზეუმის“ ამჟამინდელი სიმბოლო. საქმე ის გახლავთ, რომ „ქალთა მუზეუმი“, რომელიც 1982 წელს დაარსდა დანიის ქალაქ ორჰუსში, 2023 წელს გადაკეთდა „დანიის გენდერულ მუზეუმად“ , - წერს ჟურნალისტი მარიკა ლაცაბიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გამოსახულია მამაკაცის ფიგურა ძუძუმწოვარი ჩვილით ხელში.

ლაცაბიძის განცხადებით, მუზეუმის სახელის შეცვლის მიზეზად, ადგილობრივმა მმართველებმა დაასახელეს უხერხულობა, რომელსაც იწვევს მხოლოდ ქალთა ტრანსფორმაციის ისტორიის მიწოდება მნახველებისთვის, რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს მამაკაცებისთვის, შესაბამისად, შეიცვალა მუზეუმის კონცეფცია და აღნიშნული ფიგურაც მის სავიზიტო ბარათად იქცა.

ეს არის ყოფილი „დანიის ქალთა მუზეუმის“ ამჟამინდელი სიმბოლო. საქმე ის გახლავთ, რომ „ქალთა მუზეუმი“, რომელიც 1982 წელს დაარსდა დანიის ქალაქ ორჰუსში, 2023 წელს გადაკეთდა „დანიის გენდერულ მუზეუმად“. ამ ფაქტის მიზეზად ადგილობრივმა მმართველებმა დაასახელეს უხერხულობა, რომელსაც იწვევს მხოლოდ ქალთა ტრანსფორმაციის ისტორიის მიწოდება მნახველებისთვის, რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს მამაკაცებისთვის. ამდენად, შეიცვალა მუზეუმის კონცეფცია და ამის ნიშნად მუზეუმის შესასვლელთან დაიდგა 3,5 მეტრიანი მამაკაცის ფიგურა ძუძუმწოვარა ჩვილით ხელში, რომელიც მუზეუმის სავიზიტო ბარათი გახდა.

კულტუროლოგების მოსაზრებით, სკულპტურა, რომელიც წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის ჰიბრიდს, განასახიერებს დანიის თანამედროვე საზოგადოებას. მუზეუმში ტარდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება გენდერის თემას, სქესობრივი აღზრდის ისტორიას. ასევე, მუზეუმში არის სივრცე, სადაც განიხილება სქესის თანასწორობა ბავშვებში და ეწყობა გამოფენები, სადაც ასახულია ბავშვობის ხანა და ცვლილებები, რომლებსაც განიცდის ეს ასაკობრივი კატეგორია ბოლო 150 წლის განმავლობაში,” - წერს მარიკა ლაცაბიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729600490

საზოგადოება

„ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ“ - ლაშა ტალახაძე სპორტსმენების ბულინგზე

„ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს", - ასე ეხმაურება ქართველი სპორტსმენების ბულინგს, სამგზის ოლიმპიური ჩემ...

ლაშა ტალახაძე

1729599561

სოციალური მედია

„უსაყვარლესი, სუპერ გოგო“ - თიკა ფაცაცია საფრანგეთში მოგზაურობს

მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი, თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ანებივრებს ხოლმე. ამჯერად იგი გამომწერებს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაღებ...

თიკა ფაცაცია

1729592908

საზოგადოება

საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწ...

საპატრიარქო

1729590766

საზოგადოება

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1729588587

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი...

რუსთაველის გამზირი