საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას
„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომლებიც ქრისტიანული და ოჯახური ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისად, არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, ვთხოვთ სასულიერო პირებს, თავიანთ გამონათქვამებსა და მოწოდებებში გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებრივი ერთობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისათვის მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.
აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1729604105
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7262 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7207 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1729600490
საზოგადოება„ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ“ - ლაშა ტალახაძე სპორტსმენების ბულინგზე
„ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს", - ასე ეხმაურება ქართველი სპორტსმენების ბულინგს, სამგზის ოლიმპიური ჩემ...
1729599561
სოციალური მედია„უსაყვარლესი, სუპერ გოგო“ - თიკა ფაცაცია საფრანგეთში მოგზაურობს
მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი, თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ანებივრებს ხოლმე. ამჯერად იგი გამომწერებს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაღებ...
1729590766
საზოგადოებათბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს
ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...
1729588587
საზოგადოებარუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია
23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი...