შსს: თბილისში 23 ოქტომბერს მოსალოდნელი გადატვირთული მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცალკეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონპირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს.

მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729600490

საზოგადოება

„ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ“ - ლაშა ტალახაძე სპორტსმენების ბულინგზე

„ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს", - ასე ეხმაურება ქართველი სპორტსმენების ბულინგს, სამგზის ოლიმპიური ჩემ...

ლაშა ტალახაძე

1729599561

სოციალური მედია

„უსაყვარლესი, სუპერ გოგო“ - თიკა ფაცაცია საფრანგეთში მოგზაურობს

მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი, თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ანებივრებს ხოლმე. ამჯერად იგი გამომწერებს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაღებ...

თიკა ფაცაცია

1729592908

საზოგადოება

საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწ...

საპატრიარქო

1729590766

საზოგადოება

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1729588587

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი...

რუსთაველის გამზირი