22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეს დღე მენეჯერებისა და ორგანიზატორებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ლიდერის თვისებები ყველა უსიამოვნების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ნებისყოფა მოიკრიბოთ და რთულ სიტუაციაში თავშეკავება შეინარჩუნოთ. ნუ ელით, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები შეცვლიან და თქვენს გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ.

კურო

გირჩევთ, დილა ღიმილით და ენერგიულად დაიწყოთ - ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ არ იზარმაცებთ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. გაატარეთ თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, ეწვიეთ ახალ ადგილებს და გაერთეთ.

ტყუპები

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, რომლებსაც ეს დღე მოიტანს. შესაძლოა ამ ცვლილებებს თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობაც მოჰყვეს. სამსახურში ჯობია დამოუკიდებლად იმოქმედოთ და საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, რადგან კოლეგების დახმარება სარგებელზე მეტ ზიანს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მეტი უნდა იაქტიუროთ და საყვარელი ადამიანები ყურადღებით გაანებივროთ. თუ რჩევას გაითვალისწინებთ, მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ.

კირჩხიბი

ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა, მეგობრული დამოკიდებულება, კარგი გემოვნება და ხიბლი დაგეხმარებათ, რომ სასარგებლო კავშირები დაამყაროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. გახსოვდეთ - ადამიანების საიდუმლო არ უნდა გაამჟღავნოთ, თორემ ნდობას დაკარგავთ. საყვარელი ადამიანების მიმართ თქვენს ზღვარგადასულ პრეტენზიებს შეიძლება კონფლიქტი და დაპირისპირება მოჰყვეს. ამ დღეს ინტელექტუალური შრომა ფიზიკურზე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ახალი სასიყვარულო თავგადასავალი თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.

ლომი

ბევრს მუშაობთ და ყველა საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდებით, თუმცა, შედეგის მისაღწევად, შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოთ. ეცადეთ რთულ ვითარებაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ინტუიციას უსმინოთ, რომელიც შეცდომისგან დაგიცავთ. თავგადასავლებს ნუ ეძებთ - გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და შეამოწმეთ, ხომ ვიტამინების დეფიციტი ხომ არ გაქვთ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება პრიორიტეტები შეიცვალოთ. სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში სამსახურზე მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდება. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა ენერგიით აგავსებთ და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ინტერესები სხვების გულისთვის არ უნდა გაწიროთ და სამსახურში კოლეგების საკეთებელი თქვენ არ უნდა აკეთოთ - ასეთ მსხვერპლს არავინ დააფასებს. გაღიზიანებამ, რომელსაც ახლა გრძნობთ, ჩვეულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.

სასწორი

მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტების განსაზღვრა დაგეხმარებათ სასურველი შედეგი მიიღოთ. გირჩევთ დრო და ენერგია მეორეხარისხოვან საქმეებზე არ დახარჯოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს, რომლებიც ფინანსურად დაგაზარალებთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. წყალთან სიახლოვე ენერგიით აგავსებთ.

მორიელი

სიმშვიდე და თავშეკავება რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ხელმძღვანელობა თქვენი ემოციების კონტროლის უნარს სათანადოდ დააფასებს. ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გასაცნობად და სოციალური წრის გასაფართოებლად. შეიძლება ამ დღეს გაცნობილ ადამიანთან განსაკუთრებული სულიერი კავშირი იგრძნოთ და ეს ურთიერთობა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე:

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729604105

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7262 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7207 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1729600490

საზოგადოება

„ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ“ - ლაშა ტალახაძე სპორტსმენების ბულინგზე

„ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან, ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს", - ასე ეხმაურება ქართველი სპორტსმენების ბულინგს, სამგზის ოლიმპიური ჩემ...

ლაშა ტალახაძე

1729599561

სოციალური მედია

„უსაყვარლესი, სუპერ გოგო“ - თიკა ფაცაცია საფრანგეთში მოგზაურობს

მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი, თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ანებივრებს ხოლმე. ამჯერად იგი გამომწერებს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაღებ...

თიკა ფაცაცია

1729592908

საზოგადოება

საპატრიარქო: ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩნდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად იქნება მხარდამჭერი ისეთი არჩევანისა, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწ...

საპატრიარქო

1729590766

საზოგადოება

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ისანში, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 108-ე ( განზრახ მკვლელობა, ისჯებ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,