"კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები, რომლის დაჯერებაც უნდა შეწყვიტო" - ექიმი ზაზა თელია გირჩევთ

ექიმ დერმატოლოგი ზაზა თელია ფეისბუკში კანის კიბოსთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

"კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები რომლის დაჯერებაც უნდა შეწყვიტო

მითი 1 - მე არ მაქვს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი ზამთრის თვეებში ან ღრუბლიან ამინდში როდესაც მზე ძლიერ არ ანათებს

ფაქტი - მზის ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს ღრუბლის გავლით დედამიწის ზედაპირამდე, ასევე შუშის გავლით შენობებში, შესაბამისად მზის დამცავის გამოყენება რეკომენდებულია მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად კანის კიბოს განვითარების რისკის შესაცირებლად.
მაგალითად - აშშ-ში კანის კიბო წარმოადგენს ყველაზე ხშირ სიმსივნეს და ყოველი 5 ამერიკელიდან ერთს უვითარდება კანის კიბო როდესაც ისინი აღწევენ 70 წლის ასაკს.

მითი 2 - დაზიანება უკვე მიღებულია. ახალგაზრდობაში არასწორად ვიქცეოდი, არ ვიცავდი თავს მზისგან, ვირუჯებოდი. ახლა ვეღარ მოვახდენ ზეგავლენას ჩემი კანის კიბოს განვითარების რისკზე.

ფაქტი - იმის მიუხედავად რომ მზის დაზიანების შემთხვევების უმეტესობა გვხვდება ბავშვებში, დღეისათვის ცნობილია რომ მთლიანი ცხოვრების განმავლობაში მიღებული მზის დაზიანების მხოლოდ 20% გვხვდება 22 წლამდე ასაკში.
ყოველი ათწლეულის განმავლობაში შენ იღებ დაზიანების დამატებით 10%-ს.
შესაბამისად არასდროს არ არის გვიანი დაიწყო მზისგან დაცვა, იმისათვის რომ შეამცირო კანის კიბოს განვითარების რისკის კუმულაციური (დაგროვებითი) მაჩვენებელი.

მითი 3 - დღეს დილით მე გამოვიყენე SPF50, ამიტომ შემიძლია უსაფრთხოდ მივიღო რუჯი

ფაქტი - არ არსებობს "უსაფრთხო გარუჯვის" ცნება.
გარუჯვისას შენი კანი სქელდება და მუქდება იმისათვის რომ დაიცვას ორგანიზმი დამატებითი დაზიანებისგან.
რუჯის არსებობა უკეთესია ვიდრე დამწვრობა, თუმცა გარუჯული კანი უკვე ნიშნავს დაზიანებულ კანს.
ასევე ადამიანთა 50%-ზე ნაკლები იყენებს მზისდამცავს სწორად და სწორი რაოდენობით ადექვატური დაცვისათვის.
ადამიანს სჭირდება დაახლოებით 28 გრამი (გოლფის ბურთის ზომა) მზისდამცავი თავიდან ფეხებამდე წასასმელად 20 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ, იგივე რაოდენობის გამოყენება ყოველ 2 საათში ინტენსიურ მზეზე ყოფნისას, ასევე ცურვის და შხაპის მიღების შემდგომ.

იმის მიუხედავად რომ მზის დამცავის გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ის არ წარმოადგენს მზეზე წოლის "ლიცენზიას". მზის დამცავი გამოყენებულ უნდა იქნას ქუდთან, სათვალესთან, ტანსაცმელთან ერთად რომელიც ფარავს კანის დიდ ნაწილს (თუ ტანსაცმლით კანი მუდმივად დაფარულია, ამ კანის ფართობზე მზის დამცავის გამოყენება არ არის საჭირო).

მითი 4 -მე არ უნდა გამოვიყენო მზის დამცავი რადგან ის D ვიტამინის გამომუშავებას უშლის ხელს.

ფაქტი - სულ მცირე რამდენიმე წუთის განმავლობაში არის საჭირო მზის სხივების ზემოქმედება კანის სულ მცირე ნაწილზე (მაგალითად სახე) ადეკვატური რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად.
მზისდამცავის გამოყენება არ აფერხებს D ვიტამინის სინთეზს.

https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/bjd.17888

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31069787/

მზის ულტრაიისფერი სხივებით მიღებული რისკები საგანგაშოა - გააჩნია კანცეროგენული ეფექტი დნმ-ის დაზიანების ხარჯზე რომელიც იწვევს კიბოს განვითარებას, ნაოჭების განვითარებᲘს ეფექტი, ლაქების და სიწითლის განვითარების ეფექტი, ასევე კანის და კანქვეშა ქსოვილებში გავლით აღწევს ვისცერალურ ორგანოებამდე და იწვევს მათ დაზიანებასაც.

მითი 5 - მუქი კანის მქონე ადამიანები არ არიან კანის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ

ფაქტი - მიუხედავად იმისა რომ კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მეტია ღია ფერის კანის ადამიანებში, ღია ფერის თმის მქონე ადამიანებში, ასევე ადამიანებში რომლებსაც უვითარდებათ ჭორფლები, არცერთი ეთნოსის ადამიანს არ აქვს "იმუნიტეტი" კანის კიბოს წინააღმდეგ. შესაბამისად ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანს სჭირდება მზისგან დაცვის ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება.

მითი 6 -სოლარიუმი უფრო უსაფრთხოა ვიდრე მზის ბუნებრივი სხივები

ფაქტი - ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა სოლარიუმის შემთხვევაში 10-ჯერ აღემატება მზის ბუნებრივ ულტრაიიაფერი სხივების რაოდენობას დღის პიკის საათებში.

მითი 7 - სამაკიაჟო პროდუქტი SPF-ის შემცველობით ახდენს ადექვატურ მზისგან დაცვის საშუალებას.

ფაქტი - არა, მზისდამცავის გამოყენებᲐ უმდა მოხდეს მაკიაჟის წასმამდე ადექვატური დაცვის მისაღებად, ეს იმიტომ რომ სამაკიაჟო საშუალებაში შემავალი SPF-ის ოდენობა არასდროს არ არის საკმარისი ადექვატური დაცვისათვის.

მითი 8 - თუ მინდა რომ ნევუსზე (ხალი) შევიმოწმო თავი აუცილებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება.

ფაქტი - საეჭვო ნევუსების დათვალიერება შესაძლებელია ეფექტურად და უსაფრთხოდ მოხდეს დერმატოსკოპის გამოყენებით დერმატოლოგის მიერ.

ასევე რეკომენდებულია ადამიანმა წელიწადში ერთხელ მოახდინოს სხეულის კანის ყველა ნაწილის თვით დათვალიერება სარკეში, შესაძლებელია დავიხმაროთ ოჯახის წევრი ჩვენთვის ძნელი თვალთახედვის ადგილებში მდებარე ხალების შესამოწმებლად. ოჯახის წევრი უნდა იყოს ყოველთვის ერთი და იგივე იმისათვის, რომ მან დააფიქსიროს ხალის ცვლილება ABCDE წესის შესაბამისად.

მზისდამცავის არჩევის წესები:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=442132706965114&id=100035051660399 "- , წერს ზაზა თელია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736445317

ახალი ამბები

ავტომობილის გატაცების ბრალდებით ნელსონ მანდელას შვილიშვილი დააკავეს

 სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ავტომობილის გატაცების ბრალდებით ხუთი პირი, მათ შორის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას შვილიშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია...

ნელსონ მანდელა

1736443815

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის  რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი...

თავდაცვის მინისტრი

1736439993

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

 აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინ...

ილჰამ ალიევი

1736436954

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ

 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინ...

ლია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ

1736434256

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვაზე: ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი

„ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვას, რომ ს...

ლევან მაჭავარიანი