"ხელით ჩამეჭიდა და ძალდატანებით მესამე სართულზე კი არ ამიყვანა, ამათრია. ხელი მკრა და ძირს დამაგდო, რამაც თვითმკვლელობაც კი მაფიქრებინა" - ფეისბუკგვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" ემოციური ისტორია ვრცელდება

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუკ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება.

ფეისბუკ ისტორიას "ექსკლუზივ tv" უცვლელად გთავაზობთ:

"სკოლის პერიოდი იყო, როდესაც ჩემი კლასელებისგან დიდი ბულინგი წამოვიდა.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა, რაც ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან აისახა.

ეს იყო დრო, როდესაც საკუთარი კლასელი ბიჭები ხელითაც მეხებოდნენ და ფსიქოლოგიურადაც მანადგურებდნენ.

არავინ იცის, რა გადავიტანე და რა მიზეზის გამო.

მიზეზი იყო სიყვარული, რაზედაც გავიხსენებ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მომენტს, რამაც თვითმკვლელობაც კი მაფიქრებინა.

ბოლო გაკვეთილის ზარი დაირეკა და ჩანთაში წიგნებს ვალაგებდი.

სახლში წასასვლელად ვემზადებოდი, რა დროსაც კლასში ჩემი კლასელი ბიჭი შემოვიდა.

რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე და მალევე გავედი. მაშინვე უკან გამომყვა. სკოლაში თითქმის არავინ იყო. მეგობრები გარეთ მელოდებოდნენ.

როდესაც კიბეებზე ჩასვლა დავაპირე, დამიძახა და მითხრა, რომ მასთან მივსულიყავი.

ისე მოვიქეცი, რომ თითქოს არც გამიგონია და გავაგრძელე გზა.

კიდევ დამიძახა.

არც მაშინ მივტრიალდი.

ამ დროს ალბათ ძალიან გაბრაზდა.

დამეწია და ხელით შემომატრიალა.

ეს ის ბიჭი იყო, ვისაც სიყვარულზე უარი ვუთხარი. ხელით ჩამეჭიდა და ძალდატანებით მესამე სართულზე კი არ ამიყვანა, ამათრია.

როგორც კი ავედით, ხელი მკრა და ძირს დამაგდო.

ვთხოვდი, რომ გავეშვი, რომ სახლში მინდოდა წასვლა, თუმცა უშედეგოდ.

წებოვანი ლენტი შემომახვია მთლიანად.

ამოსუნთქვის საშულებასაც კი არ მაძლევდა.

ვტიროდი და ვყვიროდი თუმცა არავის ესმოდა... სიტყვიერად ძალადობდა, მაგინებდა, შემდეგ ხელითაც შემეხო და ერთი მთლიანი დერეფანი ხელით მათრია.

ბოლოს სხვა დანარჩენს დაურეკა და უთხრა, რომ ამოსულიყო.

ბიჭებიც ამოვიდნენ და რა თქმა უნდა, იგივე სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს ჩემზე.

ამ სიტყვებს ნამდვილად ვერ გავიმეორებ, რადგან ყველაზე ცხოველური სიტყვებია, რაც კი გამიგონია ოდესმე.

როგორც კი დაამთავრეს სიცილი, ერთ-ერთმა ხელები გამიხსნა და მითხრა, ახლა თავისუფალი ხარო.

ხმა ვეღარ ამოვიღე, მეშინოდა და სულ ვკანკალებდი.

ეს იყო ჯოჯოხეთური დღე... ბავშვი ვიყავი, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს ეს მომენტები.

ნეტავ რით დავიმსახურე? ან საერთოდ რატომ? არ ვიცი.

დღემდე მეშინია ამ ადამიანის და დღემდე ვერიდები მას, თუმცა ახლა სირცხვილი კლავს და თვითონაც ხვდება, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა ჩემთან მიმართებაში.

უბრალოდ მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ:

ყოველთვის, ყოველთვის დაიცავით თქვენი შვილები, თქვენი პატარები და ყოველთვის აგრძნობინეთ ის, რომ მათ გვერდით ხართ ნებისმიერ მომენტში, რაც არ უნდა მოხდეს", - აღნიშნულია გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741245667

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ბევრად მეტს ვიმსახურებდით, გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პსჟ მარცხს არ იმსახურებდა და ძნელია არ დავეთანხმოთ, რადგან პსჟ-მ „ლივერპულს“ თამაშით ა...

ხვიჩა კვარაცხელია

1741245584

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი...

გიორგი ბაჩიაშვილ

1741243205

საზოგადოება

ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენ...

ნათია თურნავა

1741243154

საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გ

1741241235

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ

გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...

ტრამპი