კიევში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია ჩაცხრილეს

კიევში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, 42 წლის ირაკლი მალანია ჩაცხრილეს. მას სასამართლოს შენობის წინ რამდენჯერმე ესროლეს. ამის შესახებ Detective-Info ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

შემთხვევა 16 ნოემბერს, კიევ-სვიატოშინსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან მოხდა, მსჯავრდებულს გამვლელი მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ირაკლი მალანია საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღით მას ჭრილობები მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა ფეხის, მუცლისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ მიშამ დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას ბრალად უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაქოვის ნათესავზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და სანამ ავაქოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა როგორც კი ავაქოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი მალანია ვატო ყიფიანის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ყიფიანი კი სააკაშვილს პირად მტრად ჰყავს გამოცხადებული, თუმცა უკრაინული გამოცემა ამბობს, რომ მალანია სააკაშვილთან ღიად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ყიფიანი საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს და დააკავეს და რომ სწორედ მალანია უზრუნველყოფდა სააკაშვილის უსაფრთხოებას უკრაინაში და რაც მთავარია, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მიშას საქართველოში დაბრუნება და ის გზა, რომელიც მან გაიარა, თავიდან ბოლომდე სწორედ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაგეგმა.

ასევე დაგაინტერესებთ:
🔵8 წლის გოგონას მკვლელობის საქმე - ვინ არის პასუხისმგებელი?

🔵ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ელენე ხოშტარიას დედა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738669583

ახალი ამბები

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. სასამართლოს გადა...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

1738669257

ახალი ამბები

სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში  მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, როგორც „ინფო რუსთავი“ წერს, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც...

აა

1738669178

ახალი ამბები

„ეროვნული ბიბლიოთეკა რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად“ - ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის სტატუსი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად. კანონში აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვითაც ის ი...

ეროვნული ბიბლიოთეკა

1738668390

საზოგადოება

ირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა

 ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმის Connect 2025-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ფლაგმანის British Airways-ის მენე...

ირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა

1738667686

ახალი ამბები

„წყალი ბაკურიანი“ განცხადებას ავრცელებს

„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გ...

წყალი ბაკურიანი