კომაროველი ლაშა შამუგია პრინსტონის უნივერსიტეტში მექანიკურ და აეროკოსმოსურ ინჟინერიას დაეუფლება

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა გიორგი შამუგია პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ამის შესახებ ლაშა შამუგია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
„პრინსტონის უნივერსიტეტიდან (აშშ), ჩარიცხვის წერილი (acceptance letter) მომივიდა. (მექანიკური და აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით).
ეს სიახლე ნამდვილად იქნება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი და გულწრფელად მაქვს სურვილი, ეს იყოს ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც, რომლითაც შევძლებ ხელი შევუწყო საქართველოს განვითარებას, დასავლეთისკენ შეუფერხებლად სვლას და სწორი ღირებულებებისადმი მხარდაჭერას.
უდიდესი მადლობა ამერიკასა და პრინსტონის უნივერსიტეტს ასეთი შესაძლებლობებისთვის!
ჩემი მთავარი რჩევა კი მათთვის, ვინც ახლა გადის ამ გზას, ან მომავალში გეგმავს: ყველაფერი შესაძლებელია; მთავარია მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს და არ დანებდეთ არცერთი მარცხის შემდეგ ცხადია, ამ მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე.
ძალიან მადლობელი ვარ თითოეული იმ ადამიანისა თუ მასწავლებლის, რომელიც ამ 12 წლიანი თავგადასავლის განმავლობაში ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მოტივაციას მაძლევდა!
და ბოლოს, უდიდესი მადლობა ჩემი მოტივაციის მთავარ წყაროს - (ალბათ ეს სიტყვები ნამდვილად არ არის საკმარისი) ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს იმისთვის, რომ მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ ამ გზაზე სიარულის დროს“, - წერს კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა შამუგია.
ასევე საინტერესოა:
🔵 შობის დღესასწაულის გამო ცხინვალის ქუჩები გადაკეტილია
🔵 video: ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ციალა გურგენიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741248563
მსოფლიოქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია
ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...
1741247723
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვი...