კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო“ უხამსობის ტირაჟირებისთვის სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.
საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“.
კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, აღნიშნულ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება.
„კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული.
„ალტ ინფოს“ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა.
გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა.
ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
რაც შეეხება „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, უხამსობის საკითხის განხილვისას, კომისია მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას.
„პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება.
კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა თუ ასეთი არსებობს.
დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება. არსებული პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო“ კანონდარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
შპს „ალტ ინფოს“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ჰომოფობიურ, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს, კომუნიკაციების კომისიისგან მაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მინიჭებული.
ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებაში.
„ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე 6 ივლისის კონტრაქციასაც ხელმძღვანელობდა – პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.
1741245667
სპორტიხვიჩა კვარაცხელია: ბევრად მეტს ვიმსახურებდით, გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პსჟ მარცხს არ იმსახურებდა და ძნელია არ დავეთანხმოთ, რადგან პსჟ-მ „ლივერპულს“ თამაშით ა...
1741245584
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი...
1741243205
საზოგადოებანათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენ...
1741243154
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...
1741241235
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...