კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში აუცრელ მოქალაქეებს უდასტურდებათ - გიორგი კამკამიძე

„კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ ვირუსით გამოწვეული ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ინფექცია არ ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებით, როგორიცაა ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება.

„ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადების სიმპტომები ახასიათებს. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილად საყურადღებოა და ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. ამიტომაც არის რომ ზუსტად ახალგაზრდებშია უფრო მეტად გავრცელებული,“- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, რა საკვირველია, საქართველო მთლიანად დაცული ვერანაირად ვერ იქნება და ადრე თუ გვიან, ქვეყანაში ეს ვარიანტიც შემოაღწევს.

მისი თქმით, შეიძლება, საქართველოში არის კიდევაც ეს ვარიანტი, თუმცა, ჯერ არ ვიცით ამის შესახებ.

„ვირუსთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ პრობლემებს არ ველით, ჯერ საგანგაშო მონაცემები არ არის, რომ ავადობის მიმდინარეობას ამძიმებს, პირიქით, მონაცემები იმის შესახებაა, რომ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება”,- თქვა გიორგი კამკამიძემ.

მსგავსი თემები:

🔵 "ომიკრონის" გავრცელების გამო ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა

🔵 რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამი "ომიკრონი"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი