ლევან მახაშვილი: სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ ხოლმე თავი შეეკავებინათ სანქციების გვერდის ავლისკენ, ან რუსეთის მხარდაჭერისკენ, მეორეს მხრივ, თავად იყვნენ ხოლმე მებაირაღეები იმ ქმედებების, რაც აძლიერებდა რუსეთის ეკონომიკას

სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ თავი მაქსიმალურად შეეკავებინათ სანქციების გვერდის ავლისკენ, ან რუსეთის მხარდაჭერისკენ, მეორეს მხრივ, თავად იყვნენ ხოლმე მებაირაღეები იმ ქმედებების, რაც საბოლოო ჯამში, აძლიერებდა რუსეთის ეკონომიკას, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლატვიის მთავრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„მსგავსი ტიპის ინფორმაციებს [რომ ლატვია რუსეთთან ვაჭრობას აორმაგებს] , რასაც ვიგებთ, საუკეთესო პასუხია თავად ამ ქვეყნების მხილების, იმ ორმაგი სტანდარტის, რომელთანაც საქმე გვაქვს უკვე რამდენიმე წელია. როდესაც ხმალამოღებით სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ სანქციებისკენ, მეორეს მხრივ, მსგავსი ტიპის აქტივობებით მხარს უჭერენ რუსეთის ომის მანქანას. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, მაგრამ არ არის გასაკვირი, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა შემთხვევებიც ვიცით ბალტიისპირეთის, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან, როდესაც ერთის მხრივ, სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ თავი მაქსიმალურად შეეკავებინათ სანქციების გვერდის ავლისკენ, ან რუსეთის მხარდაჭერისკენ, მეორეს მხრივ, თავად იყვნენ ხოლმე მებაირაღეები იმ ქმედებების, რაც საბოლოო ჯამში, აძლიერებდა რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ლატვიის მთავრობა, რომელიც საქართველოს ებრძვის და სანქციებსაც უწესებს, თავად რუსეთთან ვაჭრობას აორმაგებს. ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. წლის განმავლობაში ქვეყანამ იმპორტი ორჯერ გაზარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743244982

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას

„საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იკვეთება, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას“,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა აგვისტო...

ლევან მახაშვილი

1743244203

მსოფლიო

დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

2025 წელი უნიკალურია ასტრონომიული მოვლენების თვალსაზრისით. კერძოდ, მოიცავს ორ სრულ მთვარის დაბნელებას და ორ ნაწილობრივ მზის დაბნელებას. დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. მთვარე დაფარავს მზის...

ჰოროსკოპი

1743241966

ახალი ამბები

პაპუაშვილი: პარლამენტთან ერთი ადამიანი დააკავეს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში და ომში ჩართულიყო

დღეს ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი ანწუხელიძის გვარით . ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ლიდერი, რომელიც სამი წლის წინ იყო ორგანიზატორი აქციის, სადაც ითხოვდნენ, რომ საქართველ...

პაპუაშვილი შალვა

1743240933

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები არ დგანან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თ...

პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე

1743239106

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად მიიღო აშშ-გან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დღეს ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან წიაღისეული რესურსების შესახებ შეთანხმების ვერსია. „რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემი...

აა