"მაქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას"- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს სახლში დარჩენის დრო არ არის.
მინისტრის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციების მოწყობას არ გამორიცხავენ.
"დღეს თბილისში რა თქმა უნდა ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს. ასევე, ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება, ხმას ვაძლევთ "ქართული ოცნების" კანდიდატებს – არც თბილისში, არც ქუთაისში, არც ბათუმში, არც ზუგდიდში, არც ფოთში და არც არსად არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“, ის არ უნდა დაბრუნდეს, რადგან ის ბნელი წარსული ყველას გვახსოვს და ასევე, ვხედავთ, რას აკეთებს „ქართული ოცნება“.
მიუხედავად ბევრი სირთულისა, მიუხედავად რთული საკითხებისა, რომელიც რჩება გადასაჭრელი ამ ქვეყანაში. ეკონომიკური პრობლემები, მიმდინარე ოკუპაცია – ამ საკითხებს "ქართული ოცნება", სირთულეების მიუხედავად ეჭიდება და აკეთებს ძალიან ბევრ საქმეს.
მე მაქვს მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარცხს არ დასჯერდება და ის რა თქმა უნდა, შეეცდება გარკვეული ინციდენტების ორგანიზებას, იქნება ეს სამეგრელოსა თუ იმერეთში, ან სხვაგან, რატომაც არა თბილისში, რადგან იციან, რომ მარცხდებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო არ მისცემს გასაქანს მათ არც ერთ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება არეულობისა და მოქალაქეების, ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის ჩაკეტვისკენ", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
🔵ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერი საქმიანობას შეუდგა
🔵ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
1741243154
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...
1741241235
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...
1741240138
საზოგადოებალევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია
თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...
1741240030
საზოგადოებაფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...
1741237749
საზოგადოებაჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. რო...