მიხეილ ქარელი: ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ - მან უზრუნველყო კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია

„ბოლო შეხვედრა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც მას ისეთი რიტორიკა, ისეთი საუბარი ჰქონდა, რომ თითქოს, ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე, ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ, ანუ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა“, - ამის შესახებ 2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მაშინდელი უფროსი, გივი იუკურიძე იმიტომ გადადგა, რომ ე.წ. პოლიტიკური ელიტა მის საქმიანობაში უხეშად ერეოდა და შედეგად, რეგიონი ფართომასშტაბიანი ომის საშიშროების წინაშე დადგა.
ამასთან, ქარელმა ხაზი გაუსვა ზურაბ ჟვანიას როლს და აღნიშნა, რომ სწორედ მან აარიდა საქართველოს 2004 წელს ის, რაც 2008 წელს მოხდა და იმ პერიოდში უზრუნველყო კონფლიქტის რეგიონში ვითარების ნორმალიზება.
„რა თქმა უნდა, თითოეული ქართველის, მათ შორის, ჩემი ოცნებაა, რომ ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო. მაშინ, გულწრფელად გეტყვით რომ დარწმუნებული ვიყავი ასე იქნებოდა, ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას, რომ უპრობლემოდ ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა, ყოველდღიურად გაუარესებულმა მდგომარეობამ ადგილობრივ მოსახლეობაშიც სერიოზული შიში გააჩინა. არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივი მოსახლეობა მტრის ხახაში,როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია ყველაზე რთულ პერიოდში.
ამ შიშიდან გამომდინარე, იყო პანიკაც, დაძაბულობაც. სხვათა შორის, მახსოვს, რომ გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელი, ბატონი იუკურიძე, იმის გამო გადადგა თანამდებობიდან, რომ პოლიტიკური ე.წ. ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და ფაქტობრივად, მართვის პროცესებს ჩამოშორებული იყო. ამ მდგომარეობამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ომის წინაშე დაგვაყენა და მოსალოდნელი იყო ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში.
ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ და ფაქტობრივად მან უზრუნველყო, რომ კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია, ჯარების გამოყვანა მომხდარიყო, რომ ნელ-ნელა მდგომარეობის ნორმალიზება და მშვიდობიანი ცხოვრება დაწყებულიყო ჩვენი რეგიონისათვის. ბატონ ზურაბ ჟვანიას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან უდიდეს უბედურებას გადაარჩინა საქართველო მაშინ, რადგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მტრის ძალები უკვე მობილიზებას ახდენდა კავკასიონის იქით მხარეს, იმიერკავკასიაში. ფაქტობრივად, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, საქართველო კიდევ გადაურჩა დიდ უბედურებას, იმას, რაც 2008 წელს დაგვატყდა თავს." - განაცხადა მიხეილ ქარელმა.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო სხდომაზე დღეს განიხილავენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს.
1743231262
მსოფლიომიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა - მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს
მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა, ხოლო 2 376 დაშავდა. მედიის ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ კი...
1743229353
მსოფლიომოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...
1743228280
ახალი ამბებიპაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად
ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...
1743192864
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, - განაცხადა ჭიათურელი მაღაროელების პრო...
1743191133
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში ლატვიის დროშის ფონზე
ბოლო ორი-სამი დღეა, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვნახეთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ისე შეხვდა, ფოტოც კი არ გადაიღო, ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია და ლატვიის პრეზიდენტ...