მიხეილ ქარელი - სააკაშვილს ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო სახელმწიფოებს შორის და პატარა ბიძგი ჩამოშლიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, ამბობდა, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს

მახსოვს ბოლო შეხვედრა სააკაშვილთან, ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო, ანუ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო, უბრალოდ, პატარა ბიძგი და ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, აღდგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა განაცხადა.
მისი თქმით, 2004 წელს შეიარაღებული ძალების განთავსებამ რეგიონში ვითარება გააუარესა.
„პროვოკაციების საფუძველზე, ფაქტობრივად, შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გააუარესა რეგიონში არსებული ვითარება. ნებისმიერი ჩვენი სვლა აუარესებდა ჩვენს მდგომარეობას. ჯარების განთავსებამ, ფაქტობრივად, გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. არანაირი სასურველი შედეგის მომტანი არ იყო. მახსოვს ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან, ისეთი რიტორიკა, საუბარი ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო. ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ, ანუ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ, პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, აღდგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ეს თითოეული ქართველის ოცნებაა, ყველამ ვიხილოთ ერთიანი და სრულიად გაერთიანებული საქართველო. რა თქმა უნდა, მაშინ ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იქნებოდა, ფაქტობრივად, ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას, რომ უპრობლემოდ ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, ყოველდღიურად გაუარესებულმა მდგომარეობამ უკვე ადგილობრივ მოსახლეობაშიც სერიოზული შიში გააჩინა, უკვე არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივი მოსახლეობა მტრის ხახაში, როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში. ამ შიშიდან გამომდინარე იყო პანიკაც, დაძაბულობაც. მახსოვს, მაშინდელი გენშტაბის ხელმძღვანელი გადადგა იმის გამო, რომ გამგეობიდან ე.წ. პოლიტიკური ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და, ფაქტობრივად, მართვის პროცესებში ჩამოშორებული იყო. ამ მდგომარეობამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ომის წინაშე დაგვაყენა და უკვე მოსალოდნელი იყო ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა.
თეა წულუკიანმა ქარელს სთხოვა, დაეზუსტებინა, ვის გულისხმობს, როდესაც პოლიტიკურ ელიტას ახსენებს.
„ეს არის მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი. ძირითადად, ეს ოთხი ადამიანი იღებდა ასეთი ტიპის, „მნიშვნელოვან“ გადაწყვეტილებებს. ესენი იყვნენ, ძირითადად, რომლებიც იღებდნენ აბსოლუტურად გაუაზრებლად ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლებოდა, ასეთი უბედურებით დამთავრებულიყო. ამ ომმა, ამ საომარმა მდგომარეობამ ფაქტობრივად 15 ჯარისკაცისა და სამი ადგილობრივი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა. ამ ადამიანებს, დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის, ეს ჩემი შინაგანი განცდა იყო, რომ ყოველთვის შეეძლოთ ანალოგიური გადაწყვეტილება მიეღოთ, იგივე შეცდომა გაემეორებინათ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ანალოგიურ შეცდომას კიდევ დაუშვებდა. ეს შეცდომა არ არის, მართალია, რბილად ნათქვამია. ამ დანაშაულს აუცილებლად ჩაიდენდა და მართლაც 2008-ში მან ანალოგიური ნაბიჯები გადადგა, გადაწყვეტილებები მიიღო. ფაქტობრივად, 2004-ში, აგვისტოს თვეში, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ნელ-ნელა გავაანალიზეთ, თუ რა მოხდა და ის, რომ არანაირად მარტივად არ მოხდებოდა ცხინვალის რეგიონის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, აშკარად გამოჩნდა, რომ ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია“, – განაცხადა მიხეილ ქარელმა
პაატა სალიამ ქარელს მიმართა კითხვით, კონკრეტულად რა ქმნიდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან განცდას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა გადაწყვეტილი საკითხი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის, კონკრეტულად ხომ არ უთქვამს მიხეილ სააკაშვილს რამე, რაზეც ქარელმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვა სამსიტყვიანი წინადადება, რაც იყო ყველასთვის გასაგები გზავნილი.
„მან თქვა სამი სიტყვა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ – ამერიკელები მიხედავენ რუსეთს. ეს იყო ფაქტობრივად ის მესიჯი, რომელიც ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ აშშ და რუსეთი ან შეთანხმების პროცესში იყვნენ, ან შეთანხმდნენ უკვე. ხვდებით უკვე ალბათ. კონკრეტიზაცია მე არ მომისმენია“, – განაცხადა ქარელმა.
კითხვაზე, როდის და სად თქვა ეს და თავად ესწრებოდა თუ არა აღნიშნულ საუბარს, ქარელმა აღნიშნა, რომ ეს სააკაშვილის კაბინეტში მოისმინა.
„კი, რა თქმა უნდა. მის კაბინეტში. ჩვენ უფრო ვიწრო წრეში ვიხილავდით ხოლმე ასეთ საკითხებს. ძირითადად, მე ვიყავი ხოლმე დაძახებული იმ საკითხებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონას შეეხებოდა. რა თქმა უნდა, იყო იქ სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული, პროექტების დაფინანსებას როდესაც ვითხოვდით, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით უკვე როგორც დიდი და პატარა ლიახვის ხეობას, ასევე ფრონეს ხეობას. წინა ხელისუფლების დროს, ანუ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფაქტობრივად უყურადღებოდ იყო, მოწყვეტილი იყო მთლიან საქართველოს, იქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო პრობლემები. მოგვარების მიზნით, მე ხშირად ჩავდიოდი ამ პროექტებით და ვაცნობდი მას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს იყო ასეთი რამ, რომ მისი ასეთი განცხადებით, მე პირადად მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი და რა თქმა უნდა, თავიდან ნამდვილად მჯეროდა ყველაფერი, თუმცა გულწრფელად გეტყვით, როდესაც მე ის პირველად ვნახე აფექტურ მდგომარეობაში, ძალიან დიდი შიში გამიჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დიდ უბედურებას მოუტანდა, როგორც ხალხს, ისე ქვეყანას, მათ შორის, მეც, ჩემს ოჯახსაც, რომელიც შეიძლება, ითქვას, რომ მთლიანად გაგვაპარტახა, მთელი ოჯახი გაგვანადგურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ისეთი ავანტიურა, როგორიც 2004-ში მან შიდა ქართლში, ჩვენს რაიონში ჯარების შეყვანით მოახერხა, ასეთი ავანტიურა, დარწმუნებული ვარ, არაერთი გააკეთა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ავანტიურა“, – განაცხადა ქარელმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, მოისმინა თუ არა სააკაშვილისგან აღნიშნული სიტყვები 2004 წლის აგვისტომდე პერიოდში, ქარელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული საუბარი 2004 წელს, ჯარების შეყვანამდე შედგა.
1743232157
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალ...
1743231262
მსოფლიომიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა - მსგავსი მიწისძვრა ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში არ ახსოვს
მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 002-მდე გაიზარდა, ხოლო 2 376 დაშავდა. მედიის ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ კი...
1743229353
მსოფლიომოლდოვის სასამართლომ ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა
მოლდოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს პატიმრობა შეუფარდა. ის 20 დღე-ღამით არის დაპატიმრებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცე...
1743228280
ახალი ამბებიპაპუაშვილი: თავდასხმები, სანქციები და შეზღუდვები ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, რაც ადრე ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად
ეს თავდასხმები, სანქციები, შეზღუდვები, სწორედ ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრების ჰიბრიდული ინსტრუმენტებია, ადრე რაც ტანკები იყო, დღეს სანქციები აქციეს ამის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამე...
1743192864
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი
მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება. იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, - განაცხადა ჭიათურელი მაღაროელების პრო...