მიხეილ სააკაშვილი: მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის, ნანუკა თამაზაშვილისთვის დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ტყით, 49 წლის ვადით გადაეცემის საკითხს ეხმაურება:
"მე გავიზარდე ბაკურიანში.
რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა.
მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა.
თან ტიტუშკების ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო.
რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?!
ნაციონალებმა მეტი წაიღესო.
რა ვიცი, მე ვიყავი ამ ნაციონალების ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით 49 წლით გადაეცა. როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა. ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა.
სხვა სიახლეები:
🔳 კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს
🔳 "არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარია" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე
1741629661
მსოფლიოილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა
სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...
1741626192
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...
1741626151
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...