მომბაძეთ! ფინანსური ბოიკოტი პიროტექნიკას - რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, სადღესასწაულო დღეებში, პიროტექნიკის გამოყენებასა და მის შესაძენად გამოყოფილი თანხის გაფლანგვაზე წერს. რომან გოცირიძის შეფასებით, უსაფრთხოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ფინანსების დაზოგვა.

"ფეიერვერკი-ყველაზე უაზრო გართობის საშუალება-ხარჯიანი, სახიფათო, დამაბინძურებელი, ხმაურიანი, წამიერი. განსაკუთრებით ცუდია, თუ ზალპის მიცემის პლაცდარმი საკუთარი სახლის ფანჯარა ან აივანია.

როგორც წესი, ასეთი პოსტები ახალი წლის მეორე დღეს იწერება ხოლმე: ეკონომისტები ცაში გასროლილ და ჩინეთის ეკონომიკაში ინვესტირებულ მილიონებზე დარდობენ, ექიმები ამპუტირებულ ხელებზე, მეხანძრეები გასაგებია რაზე (ეროვნულ ბანკში მუშაობის დროს  თანამშრომელს კორპუსში ბინა მთლიანად დაუწვა ფანჯრიდან შემოვარდნილმა მაშხალამ). ჰო და, იმის თქმა მინდა,  რა აზრი აქვს პოსტფაქტუმ შეგონებას, არა სჯობია, ფაქტის მოხდენამდე თქვა რაღაცა? თუ ვინმე შეისმენს, ჰო კარგი, თუ არა და, მე რომ არ ვიყიდი ამ მაშხალას, ესც ხომ საქმეა?:))

არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც მაგალითიო და იქნებ მართლა გადაედოს ვინმეს.

მომბაძეთ! ფინანსური ბოიკოტი პიროტექნიკას. აკრძალვის იდეა არც კი მოგივიდეთ თავში",-წერს, რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ანტივაქსერები მწერენ გაგანადგურებთო - ექიმი ნანა გეგეჭკორი

🔵ექიმები სააკაშვილს ფსიქიკას უწუნებენ - ირაკლი კობახიძე

🔵კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კოსმოსური ხომალდი მზეს “შეეხო!“ 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730814455

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1730810085

საზოგადოება

🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები

ჯდომის ძალიან ბევრი მანერა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ფეხი ფეხზე გადადებული ზის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა, თუმცა არა სასარგებლო, რადგან ეს არ არის ფიზიოლოგიური. ამ დროს არ...

ექიმის რჩევები

1730808526

საზოგადოება

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიამოვნო სიახლეს აზიარებს, სადაც ვკითხულობთ რომ თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს და სამყაროს პატარა ვარდისფერ ლოყები...

ექიმები

1730804369

საინტერესო ამბები

„წითურები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან“ - საინტერესო ფაქტები ჟღალთმიანებზე, რომელთა დღეც 5 ნოემბერს აღინიშნება

5 ნოემბერი წითელ თმიანი ადამიანების საერთაშორისო დღეა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. „გიყვარდეს შენი წითური თმა“ - ეს დღე  ადამიანებს ჟღალი ადამიანების არსებობას ახსენებს და იმას, რომ მათი გარ...

წითურების დღე

1730802373

ჰოროსკოპი

„უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 5 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...

ხათუნა ნოელი