მთავარი გზა, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ წაიყვანს ქვეყანას, არის ერთი დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტება - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარი გზა, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ წაიყვანს ქვეყანას, არის ერთი დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დასუსტება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები, ამას აუცილებლად ეცდებიან.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მან და მამუკა მდინარაძემ მოისმინეს პრეზიდენტის ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოუდგენია მას ეროვნული თანხმობის პროცესი.
„ქალბატონ სალომესთან დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ემსახურება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არ არის მიზანი. მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც არის ძალიან რთული და ამბიციური მიზანი. რთული იქნება ის პროცესიც, რომელიც ამ მიზანთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და უმჯობესია, რომ მან თავად ისაუბროს ამასთან დაკავშირებით", - აცხადებს კობახიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალში პროცესების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია წარსულის სათანადოდ შეფასება.
"იმისათვის, რომ მომავალში სწორად წარიმართოს პროცესები, მნიშვნელოვანია წარსულის სწორად შეფასება. როდესაც პოლიტიკურ დევნილს უწოდებენ ადამიანს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა უამრავი დანაშაული და დანაშაულთა ნაწილი იყო არაერთი მედიასაშუალების მიტაცება, უმძიმესი ფორმებით - „მოროდიორობით“ და ყაჩაღური ფორმებით. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ათასობით ადამიანისთვის ქონებისა და ბიზნესის წართმევა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და გაუპატიურება. ამ დანაშაულების ნაწილი იყო ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება რუსეთის ფედერაციისთვის. როდესაც ასეთი რეჟიმის ბელადს უწოდებენ დევნილს, რთულია მომავალზე საუბარი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას - დამნაშავეს დამნაშავე, ხოლო დანაშაულს - დანაშაული", - აღნიშნა კობახიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს
🔵ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...