ნათია ფანჯიკიძე: კულტურის მინისტრის ფავორიტს უთქვამს, მწერალი ქალი წიგნის, რომელიც საკრალური 13 ლარი ღირდა, ერთ გვერდზე სამჯერ ახსენებს ქალის სარცხვინელს, სარცხვინელსო

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" პრემია "ლიტერას" ჟიურის წევრის იოსებ ჭუმბურიძის პოსტს ეხმიანება, რომელიც საზოგადოების განხილვის საგნად იქცა:
"ასეთი ამბავია ახლა, კულტურის მინისტრის ფავორიტს უთქვამს, მწერალი ქალი, თანაც ქალი, ხაზს ვუსვამ, ქალი, ქალი, ქალი, წიგნის, რომელიც საკრალური 13 ლარი ღირდა, ერთ გვერდზე სამჯერ ახსენებს ქალის სარცხვინელს, სარცხვინელს, სარცხვინელს..
დავმალე წიგნი, ოჯახმა არ წაიკითხოს, მე კი სხვა რა გზა მაქვს, ვალდებული ვარ წავიკითხო, ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო.
ისე შევწუხდი, რომ წარმოვიდგინე, რა მძიმეა ვალდებულება ხანდახან, როგორ უნდა აჯობო საკუთარ თავს რომ გაუმკლავდე ამდენ უხერხულობას, დავეთანხმე რაღა თქმა უნდა.
რატომ სარცხვინელი, ანდაც ნუთელა, როცა შეგიძლია დაწერო, მაგალითად, ფუჩვარდი, ან კიდევ რამე ვარდკაჭკაჭისებრთა, ან სულაც ჟასმინისებრთა.
ნამდვილად დროა უკვე განვადიდოთ ჩვენი ყვავილები, რომ არ შერცხვეს ვინმეს მათი უპირობო თაყვანისცემა.
ინსტრუქცია: ვხუმრობ.
ინსტრუქცია 2: სიტყვა ფუჩვარდი საბას ლექსიკონში არ მოიძიება, განსხვავებით ნუთელასაგან. შევთხზე ჰომო-ესთეტიკუსთა სპეციალური კონტინგენტისთვის.
ია-ვარდიანი დილა მშვიდობისა საქართველოვ", - წერს ფანჯიკიძე.
1741788989
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ
მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. როგორი დავალებაც წამოვა გარედან, ისე იმოქმედებენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1741785744
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7894 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741784754
ახალი ამბებიგორში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება ს...
1741783883
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა
მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა, - განაცხადა ფრაქცია „ქა...
1741781183
ახალი ამბებიშსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონი ლარია მითითებული
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმად 5 000 ლარის ნაცვლად 5 000 000 ლარია დაფიქსირებულ...