ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბადრა გუნბა გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბადრა გუნბა გამოაცხადა. აფხაზური მედიის ცნობით, წინასწარი შედეგები ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დმიტრი მარშანმა გამოაცხადა.
კერძოდ, მისი განცხადებით, გუნბამ ამომრჩეველთა 54,73%-ის ანუ 54 954 ხმა მიიღო. მეორე კანდიდატს - ადგურ არძინბას კი 41,54%-მა ანუ 41 708 ადამიანმა მისცა ხმა.
მარშანმა ასევე აღნიშნა, რომ „არჩევნებში აფხაზეთის მოქალაქეების 70%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 100 412-ს შეადგენს”.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 1 მარტს გაიმართა. ერთ-ერთ ე.წ. საარჩევნო უბანზე სროლა იყო, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...
1740948853
საზოგადოებასაქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...