"ომიკრონის" შემოსვლის პერიოდი საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულს ცუდად დაემთხვა - ივანე ჩხაიძე

7 დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი პირველად ჩამოცდა 2000-ის ფარგლებს, - აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოში მეხუთე ტალღის პიკმა გადაიარა.
„კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პირველად, რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში არ ყოფილა 4000-ზე მეტი თავისუფალი საწოლი. ამიტომ ამ პარამეტრებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა ნამდვილად ჩამთავრების სტადიაშია. ეს მონაცემები მკვეთრად მიუთითებს, რომ მეხუთე ტალღის პიკი გადავლილია, მაგრამ არის მეორე საფრთხე - „ომიკრონი“. რომ არ ყოფილიყო ეს მუტაცია, ჩვენ უფრო მეტად ვიქნებოდით დარწმუნებულები იმაში, რომ მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ეს კლება გაგრძელდებოდა და საქართველოში დასრულდებოდა პანდემიის ეს ყველაზე ხანგრძლივი ტალღა ქვეყნის ისტორიაში.
სამწუხაროდ, პროგნოზის გაკეთება - დასრულდება თუ არა მეხუთე ტალღა, რთულია, ვინაიდან ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ შემთხვევები მატულობს და ასევე უკვე შეინიშნება მოლოდინი იმისა, რომ იანვრის პირველი და მეორე კვირა იქნება შემთხვევების მატების კვირა. ვინაიდან სტატისტიკა, რომელიც არის როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ სწორედ ორ-სამ კვირიანი პერიოდი სჭირდება „ომიკრონს“ იმისათვის, რომ ქვეყანაში გახდეს დომინანტური ვარიანტი. ძალიან ცუდად დაემთხვა ქვეყანაში „ომიკრონის“ შემოსვლის პერიოდი საახალწლო დასვენებებს და დღესასწაულს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ომიკრონი" ძალიან სწრაფად გავრცელდება… შეიძლება მძიმე ძველით ახალი წელი გვქონდეს" – პაატა იმნაძე
🔵რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით კვიპროსზე იმყოფება (ფოტორეპორტაჟი)
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...
1741462307
მსოფლიოფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...