ფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა.
ბლოკის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაფერი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უკიდურესად კარგ და ძალიან კოლეგიალურ ატმოსფეროში. ბუნებრივია, ცალკეულ საკითხებზე დისკუსიებით, მაგრამ ერთად იმ რწმენით, რომ წინ დიდი ამოცანა გვაქვს; რომ გერმანიას მალე დასჭირდება ახალი მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობით. და, რომ ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ იმ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს უპირველესად საერთაშორისო ვითარებაა, მაგრამ ასევე ევროკავშირი და მთელი ევროპის წინაშე არსებული გამოწვევებია. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ გადავჭრით საკუთარ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
როგორც ცნობილია, მომავალი კანცლერი კოალიციის ჩამოყალიბებას 20 აპრილამდე გეგმავს.
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...
1741461052
მსოფლიო„შემაძრწუნებელი ამბავი“ - აშშ-ის ელჩი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშს ეხმაურება
აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ელჩმა აღნიშნა, „მშვიდობიანი მოსახლეობა ამ...
1741457522
მსოფლიოExpressen: აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში მონაწილეობის შეწყვეტას განიხილავს
შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ აპირებს, შეწყვიტოს მონაწილეობა ევროპაში მომავალი სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში. ამის შესახებ შვედური გამოცემა Expressen წყაროებზე დაყრდნობით იუწყება...