„ოპოზიციას ირაკლი კობახიძის ბევრად უფრო ეშინია, ვიდრე ბიძინასი“- არჩილ გამზარდია

„დამიჯერეთ, ირაკლი კობახიძე არის ძალიან ჭკვიანი გაიძვერა, კვალიფიციური დემაგოგი, შესანიშნავად მოდერნიზებული ავტორიტარი“ - ასე აფასებს  ჟურნალისტი, პოლიტიკის ექსპერტი არჩილ გამზარდია  პარტია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მმართველობას.

დამიჯერეთ, ირაკლი კობახიძე არის ძალიან ჭკვიანი გაიძვერა, კვალიფიციური დემაგოგი, შესანიშნავად მოდერნიზებული ავტორიტარი, ბრწყინვალედ ფლობს სამართლებრივი და პოლიტიკური მანიპულაციების ტექნიკას და ა.შ.და სანამ ოპოზიცია ბიძინას აჩრდილების დევნაშია, რაც უფრო და უფრო ამორფულია, ირაკლი კობახიძე იდეალურად მოეწყო, იქით ჩამოიშორა ყველა თავის ბიძინიანად და რეალურ ძალაუფლად ჩამოყალიბდა.

როდესაც არ იცი სამიზნე, ნებისმიერი ძალისხმევა უშედეგოა. ოპოზიცია კი არ აღიარებს იმას, რომ რეალურად პოლიტიკური სამიზნე კობახიძე უნდა იყოს მათ სტრატეგიებში.

მეტიც, ზოგჯერ მგონია რომ ოპოზიციას ირაკლი კობახიძის ბევრად უფრო ეშინია, ვიდრე ბიძინასი და ამიტომ ურჩევნიათ ბიძინას მისამართით ისროლონ მუდმივად პოლიტიკური ტყვიები უფუნქციოდ, ვიდრე კობახიძე ამოიღონ პოლიტიკურ სამიზნეში.

ამიტომაც კობახიძეს ერიდებიან.

ამასობაში, ირაკლი კობახიძე შეიქმნა რეალურად ჩრდილოვანი და პირდაპირი მმართველობის თანამედროვე ჰიბრიდად, რომელიც ერთგვარად პოლიტიკური სიახლეც კია ჩვენი ქვეყნისთვის.“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე არჩილ გამზარდია.

ასევე საინტერესოა:

🔵 განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებულების დედებს მიმართავს

🔵 "ბედნიერებაა, სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე" - ირმა ინაშვილი თამაზ მეჭიაურს ემშვიდობება

🔵 ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი

1741247723

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვი...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი